ქართული | English

შენობა
ზაქარია ფალიაშვილი
ნ. გაბუნია, ს. ნასიძე, ვ. აზარაშვილი, დ. თორაძე, პ. ხუჭუა
სარკეებიანი დარბაზი
ახმეტელი მანანა
ახმეტელი მანანა
დაიბადა : 07.04.1937
კატეგორია : მუსიკისმცოდნეები
  • ინფორმაცია

მანანა ახმეტელი
(07.04.1937, თბილისი), მუსიკისმცოდნე-ისტორიკოსი.
 
განათლება:
დაამთავრა: 1956 თბ. „ნიჭიერთა ათწლედი", პედაგ. მ. ს. ნუნუპაროვა (ფ-ნო), 1962 თსკ, პედაგ. პ. ხუჭუა (მუს. ისტ.).
 
საქმიანობა:
1962-70 თბ. I მუს. სასწ. პედაგ. (მუს. ლიტ.). 1986-91 თსკ პედაგ. (მუს. კრიტიკა). 1965-2002 ჟ. „საბჭოთა ხელოვნება" მუს. და ქორეოგრ. განყ. გამგე-რედაქტ.; 1991-დან საქ. მუს. საზ.-ის თავმჯდომარის მოადგ., 2000-დან თავმჯდ., 1966-დან საქ. ტელევიზიის მუს. გადაცემების ავტ. და წამყვ., მოამზადა მრ. გადაცემა მსოფლ. და ქართ. კომპოზ., შემსრ., მუს. ხელოვნ. სხვადასხ. საკითხებზე. დამაარსებელი და სამხ. ხელმძღვ.: „თბილისის კამერული მუსიკის ფესტივალი" (2006), „ს. ცინცაძის სახ. კამერული ანსამბლების კონკურსი" (I კონკურსი - 2000, II - 2003 და ა.შ.); უნიკალ. სანოტო და აუდიოჩანაწერის (CD) მოთავე და გამომცემელი: „თენგიზ ამირეჯიბი" (აუდიო და ვიდეო. 2003), „დავით გამრეკელი" (2005), „მერი ნაკაშიძე" (2006), „მარინე იაშვილი" (2008), „მედეა ამირანაშვილი" (2008), „იოსებ კეჭაყმაძე" (2010), „XXს. ქართველი ტენორები" (2012), ვ. დოლიძის ოპ. „ქეთო და კოტე" (2017); აგრ.: გ. ჩუბინიშვილის სიმღ. და რომანს. სანოტო კრ. (2001), ს. ცინცაძის „გაორკესტრების ტექნიკა" (ლექციების ციკლი. 2003), „ედიშერ გარაყანიძის რჩეული წერილები" (2007), და სხვ. საქ. თეატრ. კავშ. გამგეობის წევრი (1975-95); საქ. კომპოზ. კავშ. წევრი (1979-დან), საქ. კომპოზ. კავშ. მდივანი (1985-1990).
 
წოდებები, ჯილდოები:
საქ. სსრ ხელ. დამს. მოღვ. (1976). საქ. ღირსების ორდენი (1997). საქ. სახელმწ. პრემ. ლაურ. (2009). ქ. სიღნაღის საპატ. მოქალაქე (2017).
 
პუბლიკაციები:
წგნ „ცხოვრება ხელოვნებაში", თბ., 2008; წგნ.-ალბომი „ელისო ვირსალაძე", შემდგ.-რედაქტ. თბ., 2012; მრავ. საჟურნ. („საბჭ. ხელოვნ" და სხვ.), საგაზ., წერილი.
 
ლიტერატურა:
ორჯონიკიძე, გ. „რეცენზია ერთ გადაცემაზე" (მღერის ვოკ. ანს. „რუსთავი"), გაზ. „ლიტ. საქ„, 1972, №42; Какулиа, Л. Чкониа, С. «Композ. и музыков. Груз.», Тб., 1984; ენციკლ. „საქართველო„, ტ. 1, თბ., 1997; ბოტკოველი, ც. „ცხოვრ. ხელოვნებაში", ჟ. „ხელოვნ." 2008, №7, მისივე ჟ. „მუსიკა" 2009 №2-3; სარედაქც. წერილ. „უნიკალური ჩანაწერები", ჟ. „მუსიკა" 2012, №1.  ქავთარაძე, ნ. „ცხოვრ. ხელოვნ.", „თბილისის კამერ. ანსამბლების V ფესტ. წგნ-ში „ო, უძლეველო დიდო წამო შემოქმედების" (2013).
 
წყარო:
„ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“,  რ. ქუთათელაძე, მ. ჯაფარიძე, თბ., 2015.

უკან

2024 ნოებმერი
  • ორშ
  • შამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
> <
Designed by SPAR.GE | ©2024 All rights resaved