- ინფორმაცია
ფელიქს ალბოროვი
(08.07.1935, ცხინვალი - 28.06.2005, ვლადიკავკაზი),
კომპოზიტორი.
განათლება:
დაამთავრა: 1956 თბ. „ნიჭიერთა ათწლედი“ გუნდის. დირიჟ.; 1963 თსკ, პედაგ. ი. ტუსკია (კომპოზიც.), პარალელ.
საქმიანობა:
1961-62 სამხრ. ოსეთის სახელმწ. ანს. „სიმდის“ სამხ. ხელმძღვ. და მთ. დირიჟ.; 1963-71 ცხინვალში დააარსა მუს. სკ., იყო მისი დირექტ.; 1975-78 მუშაობ¬და სამხრ. ოსეთის ოლქის აღმასკომის კულტ. განყ. გამგედ, 1978-დან საქ. მეცნ. აკად. სამხრ. ოსე¬თის სამეცნ. კვლევით ინს. მეცნ. თანამშრ.; 1990-დან ცხოვრობდა ჩრდ. ოსეთში. იყო ჩრდ. ოსეთის ჰუმანიტარული და სოციალური კვლევების ინს. უფროსი მეცნ. თანამშრ.;
წოდებები, ჯილდოები:
საქ. სსრ ხელ. დამს. მოღვ. (1982); კ. ხეთაგუროვის პრემ. ლაურ.; ჩრდ. ოსეთის ხელ. დამს. მოღვ.; საქ. კომპოზ. კავშ., რუსეთის კომპოზ. კავშ. წევრი.
თხზულებები:
ოპერა: „ფატიმა“; სიმფ. სიუიტა (პირვ. შესრ. თბ. 1979.19.10.). საფ-ნო კონც. თხზ. 13, h moll (1984), კამერ. ინსტრ., მათ შორის ექსპრომტი f moll, „ფანტაზია“ საფ-ნო ტრიოსთვის, ცეკვა (ტოკატა) და სხვ. სიმღ., რომანსები; კამერ.-ინსტრ., მათ შორის: „ოსური ცეკვა“. გუნდები; მუს. მხ. კ/ფ «День праздника»(1971); «Ах, любовь» (1977. რეჟ. ბ. ზბოევი), «Во всём виновата Залина» (1977. რეჟ. რ. მერკუნი).
პუბლიკაციები:
„სერგი ვასილის ძე რახმანინოვი“, გაზ. „საბჭოთა ოსეთი“, 1963.02.04; „საქართველოს ბულბული“ (ვ. სარაჯიშვილის 100 წლისთავი), გაზ. „საბჭ. ოსეთი“, 1979.12.05; „დიდი სულის ადამიანი“ (კომპოზ. ბორის გალაევი), გაზ. „საბჭ. ოსეთი“, 1980.01.07.; „ვეძიოთ მუსიკაშიც“ (ალან-იასების მუს. აზროვნების განვითარების ისტ.), გაზ. „საბჭ. ოსეთი“, 1983.15.03; წგნ Алборов, Ф. Ш. «Музыкальная культура осетин» ИР. 2004, Мичиганский университет, 2008.04.11.
ლიტერატურა:
Какулиа, Л., Чкониа, С. «Копозиторы и музыковеды Грузии», Тб., 1984.
წყარო:
"ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი", რ. ქუთათელაძე, მ. ჯაფარიძე, თბ., 2015.