- ინფორმაცია
მანანა ანდრიაძე (დოლიძე)
(12.05.1951, თბილისი - 19.02.2013, თბილისი), მუსიკისმცოდნე-თეორეტიკოსი.
განათლება:
დაამთავრა: თბ. „ნიჭიერთა ათწლედი“, პედაგ. ქ. თუმანიშვილი (მუს. თეორ.), 1974 თსკ, პედაგ. შ. ასლანიშვილი (მუს. თეორ.), ასპი¬რანტ. იგივე პედაგ.; ხელოვნებათმც. კანდიდ. (1983. დისერტ. თემა „სკერცოს ჟანრის ევოლუცია“). ხელოვნებათმც. დოქტ. (1998. დისერტ. თემა „საგალობელთა ჟანრები და ნევმირების ტრადიცია XIXს. ქართულ ხელნაწერებში“).
საქმიანობა:
1982 თსკ მუს. თეორ. კათ. პედაგ., დოც. (1991), სრ. პროფ. (2000). სასულიერო მუს. მიმართ. ხე-ლმძღვ. (2006-2010), მუსმც. და კომპოზიც. კათ. დეკანი (1998-2000). 2001-2005 თსკ სადისერტაც. საბჭოს თავმჯდ. და რექტორის მოადგილე სამეცნ.-სასწ. დარგში. 2004 დააარსა სტუდენტურ-ფოლკლ. ანს.; 2005-დან სიცოცხლის ბოლომდე სასწ. და სამეცნ. დეპარტამენტის დირექტ., პედაგ. მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (2000). ისტ. და ეთნოლოგიის ინს. ქრისტიანული კვლევის დარბაზის წევრი. საქ. საპატრიარქოსთან არსებ. გალობის ცენტრის კონსულტანტი. კომპოზ. კავშ. წევრი.
პუბლიკაციები:
სამეცნიერო შრომები, მათ შორის: „სკერცო ქართ. საბჭ. კომპოზ. შემოქმედებაში“, თსკ შრ. კრ. 1976; «Типы скерцо в симф. творчестве Д.Д. Шостаковича», თსკ შრ. კრ. 1978; „სკერცოს ფორმაქმნა¬დი თავისებურებები ქართ. კომპოზ. შემოქმედებაში“, თსკ შრ. კრ. 1987; „ზოგიერთი მასალა ძვ. ქართ. სანოტო დამწერლობის მკვლევართა შესახებ“ (ქ. თუმანიშვილთან ერთად), თსკ შრ. კრ. 1991; „სამუს. ნიშნები და მათი ამოხსნის შესაძლებლობა ერთი ქართ. ხელნაწ. მიხედვით“ თსკ შრ. კრ. 1997; „სასულიერო მუსიკა - ახალი ქართ. პროფეს. მუსიკის სათავე“ თსკ შრ. კრ. 2001.
ლიტერატურა:
თუმანიშვილი, დ. „აწმყოსა და წარსულის გამზიარებელი“, ჟ. „მუსიკა“ 2013, №3; წგნ სხვადასხ. ავტ. „გახსენება. მ. ანდრიაძე“ თბ., 2014; კრავეიშვილი, გ. „მ. დოლიძე-ანდრიაძე“ ჟ. „მუსიკა“, 2016 №3(28).
წყარო:
"ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი", რ. ქუთათელაძე, მ. ჯაფარიძე, თბ., 2015.