- ინფორმაცია
დიმიტრი არაყიშვილი
ფსევდონიმები: საწყალიშვილი, არაქჩიევი, ჩერნოვი
(23.02.1873, ვლადიკავკაზი - 13.08.1953, თბილისი), კომპოზიტორი, ქართ. საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებელთაგანი, მუსიკისმცოდნე-ეთნოგრაფი, საქართველოში მუსიკალური ფოლკლორისტიკის ფუძემდებელი.
განათლება:
სიჭაბუკის წლები არაყიშვილმა ჩრდილოეთ კავკასიაში - არმავირსა და ეკატერინოდარში (ახლანდელი კრასნოდარი) გაატარა. 1884-1885 წლებში საეკლესიო გუნდში გალობდა და სასულიერო მუსიკის ნიმუშებს ეცნობოდა. მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება ლადო აღნიაშვილის ქართულმა გუნდმა მოახდინ (ხელმძღვანელი ი. რატილი), რომელსაც პირველად 1890 წელს არმავირში მოუსმინა, ხოლო, შემდგომ, ეკატერინოდარში მან პირველად საოპერო მუსიკა მოისმინა, რამაც ქართული ოპერის დაწერის სურვილი გაუჩნდა. 1894-1901 წლებში არაყიშვილი სწავლობდა მოსკოვის ფილარმონიული საზოგადოების სამუსიკო დრამატულ სასწავლებელში, რომელიც წარმატებით დაამთავრა ა. ილინსკის (კომპოზიცია), ს. კრუგლიკოვის (თეორიული საგნები) და ვ. კესის (დირიჟორობა) ხელმძღვანელობით. 1910-11 კომპოზიციაში, აგრეთვე, მეცადინეობდა ა. ტ. გრეჩანინოვთან. 1917 - მოსკოვის არქეოლოგიური ინსტიტუტი დაამტავრა.
საქმიანობა:
1897-დან აქვეყნებდა მუს. საკითხებისადმი მიძღვ. წერილებს. 1901-დან მოსკ. უნივერს. არსებ. მუს.-ეთნოგრ. კომისიის წევრი. მოსკ. ყოფნის წლებში (1894-1918) დ. ა-მა ახლო ურთიერთობა დაამყარა გამოჩენილ რუს მუსიკოსებთან და მეცნიერებთან (ს. ტანეევი, ა. კასტალსკი, მ. იპოლიტოვ-ივანოვი, ა. არენსკი, ვ. პასხალოვი, მ. პიატნიცკი); 1906 რუს მუსიკოსებთან ერთად მოსკ. საძირკველი ჩაუყარა „სახალხო კონსერვატორიას“, სადაც თვითონვე ეწეოდა პედაგ. მუშაობას. 1907 მოსკ. დააარსა ქართ. ლიტ. და ხელოვნ. საზოგ.; ამავე პერიოდში გატაცებით კრებდა, იკვლევდა, პროპაგანდას უწევდა ქართ. მუს. ფოლკლ.; ხალხ. მუს. შემოქმედებისადმი ინტერესმა დ. ა. დააკავშირა მოსკ. უნივერს. არსებ. სამუსიკო-ეთნოგრ. კომისიასთან. ამ კომისიის დავალებით დ. ა-მა ოთხი (1901, 1902, 1904, 1908) სამეცნ. ექსპედიცია მოაწყო საქ. სხვადასხ. კუთხეში და შეაგროვა დიდძალი მუს. მასალა (500-ზე მეტი ხალხ. სიმღ.), რ-იც ვრცელი გამოკვლევითა და კომენტარებითურთ 3 დიდ კრებულად გამოსცა: «Краткий очерк развития грузинской карталино-кахетинской народной песни», М., 1905; «Народня песня западной Грузии (Имеретии)», М., 1908; «Грузинское народное музыкальное творчество», М., 1916. დ. ა-ის ნაშრომებმა საქვეყნოდ წარმოაჩინა ქართ. ხალხ. მუს. თვითმყოფობა. დ. ა. პირველი კომპოზიტორია, ვინც იმოგზაურა რაჭაში (1901,1902,1908) და ჩაიწერა იქაური მუს. ფოლკლ.; დ. ა-მა პირველმა ჩაიწერა აგრ. ოსური ხალხ. სიმღერის ნიმუშები. განსაკ. აღსანიშნავია ქართ. ერთ და ორხმიანი სიმღერები, რ-იც პირველად დ. ა.-მა ჩაიწერა და ამ გზით დაკარგვას გადაარჩინა, ვინაიდან ეს სიმღერები მალე აღარავის ახსოვდა. ეს სიმღერებია: „კალოური“, „გუთნური“, „კევრული“, „ჰერიო“, „ჰოპუნა“, „ჰერიეგა“, ასევე რამდენიმე მეგრული ორხმიანი სიმღერა. 1908 მოსკ. დააარსა ჟურნ. «Музыка и жизнь», რ-საც რამდენიმე წელიწადს თვითონვე რედაქტორობდა. 1908 მოსკ. დააარსა არბატის უღარიბესი მოსწავლეებისათვის უფასო მუს. კურსები. ამავე წლებში იყო მოსკ. „მეცნიერების, ხელოვნ. და ლიტ. ქართული საზოგადოების“ აქტიური წევრი (ხელმძღვ. ა. სუმბათაშვილ-იუჟინი). 1918-ში დ. ა. საქ-ში დაბრუნდა. მთავარ ამოცანად დაისახა მუსიკოსთა ახალგაზრდა კადრების მომზადება. იყო, 1919 ჩამოაყალიბებული, ქართ. საოპ. სტუდიის ხელმძღვანელი. 1921 თბ.-ში დააარსა მეორე კონსერვატორია (იარსება 1924-მდე), იყო მისი დირექტორი. 1926-30 დ. ა. იყო თსკ (1924 ორივე კონსერვატორია გაერთიანდა) დირექტორი, კათედრ. გამგე, საკომპოზ. ფაკ. დეკანი. იყო „ქართ. მომღ.-მსახიობთა და მუსიკოსთა კავშ.“ წევრი. 1932 -1934 ახლად შექმნილი საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის პირველი თავმჯდომარე იყო. 40-იან წლებში მეცნიერებათა აკადემიაში მუსიკალური ფოლკლორის სექციას ხელმძღვანელობდა. 1949 მეცნიერებათა დოქტორის წოდება მიენიჭა, 1950 აირჩიეს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად.
ჯილდოები:
საქართველოს სახალხო არტისტი (1929), სსრკ სახელმწიფო პრემია (1950), ორდენები, მედლები.
თხზულებები:
ოპერები: „თქმულება შოთა რუსთაველზე“ (იქმნებოდა 1914-1919, 3. მოქმ. ლიბრ. ა. ხახანაშვილი, ა. შანშიაშვილი, ი. მჭედლიშვილი. პრემ. 05.02.1919); კომიკ. „დინარა“ (იგივე „ცხოვრება სიხარულია“. იქმნებოდა 1921-1926, 3. მოქმ. ლიბრ. ვ. გუნია კ. მარჯანიშვილთან ერთად. არაბ. ზღაპრ. „ათასერთი ღამის“ მოტივებზე. პრემ. თბ. 28.12.1927); „ნესტანი“ (1936. ლიბრ. ა. შანშიაშვილი. დაუმთავრ., დაწერილია I მოქმ.). სიმფონიური ნაწარმოებები: სიმფ. სურათი „ჰიმნი ორმუზდს“ დიდი სიმფ. ორკ. (იგივე „საზანდრებს შორის“. 1911. პირვ. სანოტო გამოცემა 1945). ცეკვები სიმფ. ორკ. (1911. შესრულდა: მოსკ., პავლოვსკი, თბ.). „ახალი ლიტურღია“ (1919. პირვ. შესრ. 1919). სიმფ. სურათი „ახალი აღმოსავლეთის ჰიმნი“ (1933). 3 სიმფ. №1 a moll, 5 ნაწ. (1934, პირვ. ქართ. სიმფონია), №2 h moll, 4 ნაწ. გუნდითურთ (1942); №3 „სამშობლო და გამარჯვება“ გუნდითურთ (4 ნაწ. ი. გრიშაშვილის ლექსზე. 1951). საორკ. სიუიტა „შოთა რუსთაველი“, „ნესტანი“ (1938). კანტატები: „საქართველოს გასაბჭოების 20 წლისთავისადმი“ (1941), „პუშკინისადმი“. რომანსები, მათ შორის: „ივერიის მთებზე“, „ბახჩისარაის შადრევანი“, „ნუ იმღერ, მშვენიერო“ (ყველა პუშკინი), „აღსდექ, შეინავარდე“, „ვარდ-ყვავილთა სამეფოს მოდი“, „სიოვ ნაზო“ (ჰაფიზი), „ანდერძი“ (ალ. ყაზბეგი). „სოფლისაკენ“ (ვ. გორგაძე). „ტყემ მოისხა ფოთოლი“ (ი. ჭავჭავაძე). „ცისარტყელა“ (ალ. აბაშელი). „ჩემს ვარსკვლავს“, „სული ობოლი“, „როს ბედნიერ ვარ“, „შევიშრობ ცრემლსა“, „საყურე“ (ყველა ნ. ბარათაშვილი), „შეხვედრა“, „მზე აღარ ბრწყინავს“, „წყნარ ვარსკვლავიანსა ღამეს“ (ა. ფეტი), „ურმულზე“, „ჩონგური“ (ორივე ხალხ.), „ღამეა ბნელი“, „შემოღამდება“, „ახალი ურმული“, „ჩაქუჩი“, „წყარო და ყვავილები“ (ყველა გ. ქუჩიშვილი), „ლერწამი ხარ“, „მინდოდა ცრემლი დამეპატიმრა“ (ორივე ი. გრიშაშვილი), „შრომის სიმღერა“, „ჰიმნი პოეზიას“ (გ. ტაბიძე), „მე შენ გელი“ (მ. დავიდოვა), „სალამური“ (ა. შანშიაშვილი), „ჰერიო“ (მუშურ-გლეხური. შ. ნავთლუღელი); ხალხ. სიმღერების დამუშავება ხმისა და ფორტეპიანოსთვის: „ოროველა“, „ურმული“, „მზე შინა და მზე გარეთა“, „ქალო ლამაზო“, „საარშიყო“, „ნანა“, „ვაი ღორონთი“, „მეგრული არანანუ“ (კრ. თბ. 1914) და სხვ. კამერ. ინსტრ.: საფ-ნო „ქართული ცეკვა“ (1893. დ.არაყიშვილის პირვ. ნაწარმ., რომელიც ამავე წელს გამოიცა). პრელ. და ფუგა სიმებ. კვარტეტისათვის (1901). „ელეგია“ ვლნჩ (1904). „უსიტყვო სიმღერა“ ვლნჩ (1913). “Andante” სიმებ. კვარტ. (1948). საფ-ნო: „დავლური“, „სათამაშო“; 7 კავკასიური ცეკვა (1937). გუნდები a cappella და ინსტრ. თანხლებით და სხვ. მუს. მხ. კ/ფ „ქარიშხლის წინ“ (1924. რეჟ. კ. მარჯანიშვილი. ერთ-ერთი პირვ. ქართ. მხატვრ. კ/ფ, ფირი შემონახული არაა).
პუბლიკაციები:
«Краткий очерк развития груз. (карталино-кахетинской) народ. песни», М., 1905; «О груз. народ. церковной музыке», «Труды муз-.этногр. комиссии», М., 1906; „ტფ. ქართ. ფილარმონიულ საზ-ების მიერ გამოცემული“, გაზ. „სახალხო გაზ.“ 1911.10.02; „ქართ. საეკლ. მუსიკის გამო“ გაზ. „სახალხო ფურც.“ 1914.05.06; «Груз. народ. муз. творчество», М., 1916; «Сравнительный обзор народ. песни и муз. инструментов Зап. Грузии», т. 2; «14 обработок груз. нар. песен» ქართ. ხალხ. სიმღერისა და საკრავიერი მუსიკის სულ 500 ნიმუში. „ქართ. მუსიკის შესახებ“ გაზ. „ქართ. სიტყვა“ 1924 №22; „ქართული მუსიკა - მოკლე ისტ. მიმოხილვა“, ქუთ., 1925; „საქართველოს ხალხ. საკრავების აღწერა და აზომვა“, თბ., 1940. «Обзор народ. песни Вост. Грузии», Тб., 1948; „რაჭული ხალხ. სიმღერები“, თბ., 1950; „სვანური ხალხ. სიმღერები“, თბ., 1950; ხმისა და ფ-ნოსთვის დამუშავებული ქართ. ქალაქ. სიმღერები: „ახ მთვარევ, მთვარევ“, „ბუნდოვან გულსა“, „ჩემო თავო“, „შენდა შეყრამდის“, „ორთავ თვალის სინათლევ“. (ტფ. 1914).
ლიტერატურა:
საყვარელიძე, გ. უსათაურო ჟ. „თეატრ. და ცხ.“ 1914 №18; უავტორო „სიმღერა სკოლებში“ ჟ. „თეატრ. და ცხ.“ 1914 №20; გაზ. „საქართვ.“ 1919, №102; ჟ. „თეატრ. და მუს.“, 1919 №1; ჩხიკვაძე, ზ. „დ. ი. არაყიშვილის ახალი ლიტურღია“ გაზ. „სახალხო საქმე“ 1919.23.05. დონაძე, ლ. „დიმიტრი არაყიშვილი“, გაზ. „ლიტ. და ხელ.“, 1948 №12. Кнг Бегиджанов, А. «Д. И. Аракишвили», М., 1953; ბეგიჯანოვი, ა. „დიმიტრი არაყიშვილი“, თბ., 1955; ჩხიკვაძე, გ. „საქ. საბჭ. კომპოზიტორები“, თბ., 1956; Аракелов, Х. «Обработка народных песен Д. Аракишвили», в кн. «Вопросы теории музыки», М. 1968; წულუკიძე, ა. „ქართ. საბჭ. მუსიკა“, თბ., 1971; Хучуа, П. «Дмитрий Аракишвили», ж. «Муз. Ж.» 1973, №10; Бебутов, Г. «К творческой истории первых романсов Д. Аракишвили», газ. «Веч. Тб.», 1973.24.03; ფიჩხაძე, მ. „დიმიტრი არაყიშვილი“, ჟ. „საბჭ. ხელ.“ 1973, №2; Хучуа, П. «Димитрий Аракишвили», ж. «Муз. Жизнь» 1973, №10; Давиташвили, Ш. «Бессмертие художника», газ. «Веч. Тб.» 1974.06.05; დონაძე, ვ. „დიდი მუსიკოსი, კომპოზიტორი“, გაზ. „კომუნ.“ 1974. 05.05; Габичвадзе, Р. «Мастер», газ. «Заря Вост.» 1974.05.05; სხვადასხვ. ავტ. „მოგონებები სახელოვან კომპოზიტორზე“, ჟ. „საბჭ. ხელ.“ 1974 №3; მშველიძე, შ. „ქართული მუსიკის კორიფე“, ჟ. „საბჭ. ხელ.“ 1974. №3; თაქთაქიშვილი, ო. „გულწრფელობა და სილამაზე“, გაზ. „კომუნ.“ 1974.05.05; ქ.ს.ენც, ტ. 1, თბ., 1975; ქუთათელაძე, ლ. „დ. არაყიშვილის წერილები“, ჟ. „საბჭ. ხელ.“ 1975 №3; ქ.ს.ენც, ტ. 1, თბ., 1975; ბეზარაშვილი, ლ. „დ. არაყიშვილის მოღვაწეობა მოსკოვის მუსიკ.-ეთნოგრ. კომისიაში“, ჟ. „საბჭ. ხელ.“ 1979 №3. წგნ ხუჭუა, პ. „დიმიტრი არაყიშვილი“, თბ., 1980; დონაძე, ლ. „დ. არაყიშვილი“, წგნ-ში „ქართ. მუს. ისტორია“, თბ., 1990; თუმანიშვილი, ქ. „კიდევ ცოტა რამ დ. არაყიშვილის და მისი რომანსების შესახებ“, თსკ შრ. კრ. 1993-94; არუთინოვ-ჯინჭარაძე, დ. „პოლიფონიის როლი დ. არაყიშვილის შემოქმედებაში“, თსკ შრ. კრ. 1997; ჯაფარიძე, მ. „დ. არაყიშვილი - 125“ ჟ. „მუს. საქ.“ 1999; ჯაფარიძე, მ. „მივიწყებული იუბილე“, ჟ. „თეატრ. და ცხ.“ 1999, №1-2; ტორაძე, გ. „დ. არაყიშვილი“, წგნ-ში „მუს. სამყაროში“, თბ., 2010; ჯაფარიძე, მ. „ისტორიული კონცერტი“ ჟ. „მუსიკა“ 2016 №4 (29); ქიქოძე, გ. „დ. არაყიშვილი“ ჟ. „მუსიკა“ 2018 №1 (34); ვარდანაშვილი, ლ. „1919-2019. უაზრო ფაციფუცში გამორჩენილი თარიღები“ ჟ. „მუსიკა“ 2019 №4(41).
დოკუმენტური კინოფილმი:
„დიმიტრი არაყიშვილი“ (1952. რეჟ. თ. აბულაძე).
წყარო:
"ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი", რ. ქუთათელაძე, მ. ჯაფარიძე, თბ., 2015.