ქართული | English

შენობა
ზაქარია ფალიაშვილი
ნ. გაბუნია, ს. ნასიძე, ვ. აზარაშვილი, დ. თორაძე, პ. ხუჭუა
სარკეებიანი დარბაზი
ასლანიშვილი შალვა
ასლანიშვილი შალვა
დაიბადა : 09.03.1902
გარდაიცვალა : 13.12.1981
კატეგორია : მუსიკისმცოდნეები
  • ინფორმაცია

შალვა ასლანიშვილი 
(10.03.1896, არტანუჯი - 13.12.1981, თბილისი), მუსიკისმცოდნე-თეორეტიკოსი.
 
განათლება:
დაამთავრა: 1927 თსკ, პედაგ. მ. მ. იპ¬ოლიტოვ-ივანოვი, ს. ვ. ბარხუდარიანი (კომპოზიც., მუს. თეორ.), 1930 ლენინგრადის კონსერვატ. ასპირანტ., პედაგ. ი. ნ. ტიულინი, ხ. ს. კუშნარიოვი, ვ. ვ. შჩერბაჩოვი (მუს. თეორ.).
 
საქმიანობა:
„ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთა საზოგადოების“ ერთ-ერთი დამაარსებელი (1922). თსკ თეორ. კათ. დამაარსებელი (1937) და პირვ. გამგე (1937-73), პროფ. (1966);  ხელოვნებათმც. კანდიდ. (1945. დისერტაც. თემა „ქართლისა და კახეთის სა-გუნდო სიმღერების ჰარმონია“). ხელოვნებათმც. დოქტ. (1964. დისერტაც. თემა: „ქართული ხალხური სიმღერები. ნარკვევები“). 1945-50 სათავეში ედგა საქ. სსრ მეცნ. აკად. ისტ. ინს. მუს. ფოლკლ. განყ.; 1927-50 აღმ. და დას. საქ. მთის რაიონების მრავ სიმღ. ჩაწერა. ამ მოღვაწეობის შედეგად შექმნილი ნაშრომები საფუძვლად დაედო მის მიერ დაარსებულ ქართ. ჰარმონიის საგანს, რკომელიც იკითხება თსკ-ში. შ. ასლანიშვილი მუშაობდა მუსიკის თეორიის, მათ შორის, ქართული ხალხური და პროფესიული მუსიკის თეორიის, აგრეთვე, ძველი სანოტო დამწერლობის საკითხებზე. აღზარდა მუსმცოდნე-თეორეტიკოსთა პლეადა, მათ შორის: ბ. გულისაშვილი, ვ. ახობაძე, ქ. თუმანიშვილი, ქ. არაქელოვი, ჯ. ოიკაშვილი, გ. გვარჯალაძე, მ. ანდრიაძე (დოლიძე), ლ. პატარიძე, ვ. ჟღენტი და სხვ. საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის წევრი.
 
წოდებები, ჯილდოები:
საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1943), ზ. ფალიაშვილის პრემემია (1973).
 
პუბლიკაციები:
წგნ ჩაიკოვსკი საქართველოში“, თბ., 1940; წგნ „ქართლისა და კახ¬ეთის ხალხური სიმღერების ჰარმონია“, თბ., 1950; წგნ „ნარკვევები ქარ¬თ. ხალხ. სიმღერების შესახებ“, თბ., 1954-56; „მრავალხმიანობის ფორმები ქართ. ხალხ. სიმღერებში“, „დას. საქ. ხალხ. სიმღერების კილოები. ხალხ. სიმღერების სოციალური ფუნქცია (შრომითი, სუფრული, საკულტო)“. „ქართული (თუშური) ხალხ. სიმ¬ღერა“, „ქართული (ფშავ-ხევსურული) ხალხ. სიმღერები“, თბ., 1954, 1956; წგნ «Народная танцевальная музыка”, «Народ. основы гармонии груз. композиторов» кн. «Груз. муз. культ.» М., 1957. წგნ „ი.ს. ბახის ორ და სამხმიანი ინვენციები“ თბ,. 1964. წგნ „თანამედროვე მუსიკის ჰარმონია“ თბ., 1968; წგნ „გზა “აბესალომისაკენ“. თბ., 1971; წგნ „ი.ს. ბახის ფუგების ფორმის აღნაგობის პრინციპები („კარგად ტემპერირებული კლავირი“)“ თბ., 1975; Кн. «Гармония в народ. хоровых песнях Картли и Кахети», М., 1978; სამეცნ. შრ., მათ შორის „ი. ს. ბახის ფუგების ფორმისშემქმნელი პრინციპები“. თსკ შრ. კრ. 1973; „ძველი ქართული სანოტო ნიშნების საკითხისათვის. სანოტო ნიშნების სისტემა ძვ. ქართ. ხელნაწერებში (X - XIIსს.)“,  თსკ შრ. კრ. 1991; „ფორმაქმნადობის ძირითადი  საკითხები მუსიკაში“ სახელმძღვ. (ხელნაწ. დაცულია თსკ ბიბლ.); საჟურნ. წერილ. („საბჭ. ხელ.“).
 
ლიტერატურა:
ქსე, ტ. 1, თბ., 1975; ბეგიჯანოვი, ა. „შ. ასლანიშვილის დაბადებიდან 80 წელი“, გაზ. „თბ., 1976.28.04; Гуревич, В. «Многогранность творчества исследователя», газ. «Веч. Тб.» 1976.03.05; ყანჩელი, მ. „ქართული მუსიკის მოღვაწე“, გაზ. „კომუნ.“ 1976.30.04; Шаверзашвили, А. «Патриарх грузинского музыкознания», ж. «СМ» 1976  №4; თუმანიშვილი, ქ. „მეცნიერი, აღმზ¬რდელი“, გაზ. „თბ.“ 1981.20.07; Какулиа, Л., Чкониа. С. «Композиторы и музыковеды Грузии», Тб., 1984; Торадзе, Г. «О чем поведали письма», газ. «Заря Вост.» 1984.17.01; არაქელოვი, ქ. „ქართ. თეორ. მუსიკისმცოდნეობის ფუძემდებელი“, ჟ. „საბჭ. ხელ.“ 1986  №6; сб «Ш. Асланишвили. Музыкант, ученый, педагог» М., 1993; სხვადასხ. ავტ. გაზ. „მუსიკა“ 1996 №4; ოიკაშვილი, ჯ. „კეთილი საქმით დასაფასებელი“, ჟ. „მუს. საქ.“ 1997.
 
წყარო:
"ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი", რ. ქუთათელაძე, მ. ჯაფარიძე, თბ., 2015.

უკან

2024 ოქტომბერი
  • ორშ
  • შამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
  • 31
> <
Designed by SPAR.GE | ©2024 All rights resaved