- ინფორმაცია
შალვა აზმაიფარაშვილი
(25.12.1903, თბილისი - 07.01.1957, თბილისი),
კომპოზიტორი, დირიჟორი.
განათლება:
დაამთავრა: 1928 თსკ, პედაგ. ა. ილ¬ინსკი (ტიმპანი, ქსილოფონი), 1930 თსკ, პედაგ. ს. ვ. ბარხუდარიანი, მ. მ. ბაგრინოვსკი (ორივე კომპოზიც.), 1933 თსკ ასპირანტურა, პედაგ. ე. მიქელაძე, ა. გაუკი (ორივე დირიჟ.).
საქმიანობა:
1923-28 უკრავდა სასულე და სიმფ. ორკ.; 1933- 51 თბ. საოპ. თეატრ. დირიჟ., 1938-54 მთ. დირიჟ., 1943-53 საქ. რადიოს სიმფ. ორკ. დირიჟ., 1954- 57 საქ. სახელმწ. სიმფ. ორკ. მთ. დირიჟ.; 1927-57 ეწეოდა პედაგ. მოღვაწ. თბ. სასწ. და თსკ;
წოდებები, ჯილდოები:
საქ. სსრ ხელ. დამს. მოღვ. (1941). სტალინური პრემ. ლაურ. (1948). საპატ. ნიშნის (1937), შრომის წით. დროშის ორდენები, მედლები. საქ. კომპოზ. კავშ. წევრი.
თხზულებები:
ოპერა “ხევისბერი გოჩა” (1950. 4 მოქმ. ა. ყაზბეგის რომანის მიხ. ლიბრ. შ. ჯაფარიძის, ვ. პატარაიას და ჩ. გელეიშვილის. პრემ. 1951.21.04.). ოპერეტები: “რაც გინახავს ვეღარ ნახავ” (1952. ლიბრ. ა. ცაგარლის მიხ. პ. გრუზინსკის. რეჟ. ა. ჩხარტიშვილი. განახლ. დადგ. 1966). “სასურველი სასიძო” (1956. ლიბრ. გ. ნახუცრიშვილი და ლ. ჭუბაბრია. რეჟ. შ. მესხი). სიმფ. C dur (1945). სიმფ. პოემ.: “ყვარლის მთებს” (1939. ი. ჭავჭავაძის ლექსზე), “გორი” (1945). საორკ. სიუიტ.: “ქართული სიუიტა” (1932). “საბავშვო სიუიტა“ (1933). “საკოლმეურნეო სიუიტა“. სიუიტა სიმებ. კვარტეტისათვის “ძველი თბილისის სურათები” (1941. 5 ნაწ. “ისანი“, “ბაღდადური“, “ინაბი“, “ცეკვები“, “არღანი“, “ყეენობა“), “ზოია რუხაძე“ (1956). ვოკ.-სიმფ. პოემა `ქართლი“ (1946). რომანსები: ბარათაშვილის და სხვ. ლექსებზე. სიმღერ. ხმისა და ფ-ნოს “ჩონგურუ¬ლი“, “მწყემსური“. მუხამბაზური სიმღერები ა. ჭავჭავაძისა და გრ. ორბელიანის ლექსებზე. ვაჟთა ვოკ. კვარტეტისათვის: “კოლექტივი“, გუნდისათვის “კომკავშირული მარში“. კამერ.-ინსტრ.: 3 პიესა სიმებ. კვარტ. (1932). პოემა ვიოლ., პოემა ვლნჩ და სხვ.; გუნდები. მარშები სასულე ორკ.; მუს. მხ. კ/ფ: “უკანასკნელი ჯვაროსნები” ( ერთ-ერთი პირვ. ქართ. ხმოვანი ფილმი. 1934. რეჟ. ს. დოლიძე). ანიმაც./ფ.: “არგონავტები” (1936. პირვ. ქართ. ანიმაც./ფ, რეჟ. ვლ. მუჯირი, მთ. მხატვარი ლ. გუდიაშვილი), “ჩიორა” (1939. პირვ. ქართ. ფერადი ანიმაც./ფ, რეჟ. ვლ. მუჯირი), “გადააჭარბა” (1942. რეჟ. ვლ. მუჯირი ); რამდენიმე დოკ./ფილმი. ასევე, შ. აზმაიფარაშვილის “ბაღდადური“ სიუიტიდან “ძველი თბილისის სურათები“ დამუშავებულია 2 ფ-ნოსთვის ა. გირგვლიანის მიერ (2012).
სადირიჟორო რეპერტუარი:
ქართული რეპერტუარი: ოპერები: მ. ბალანჩივაძე “დარეჯან-ცბიერი“ (1937. მოსკ. ქართ. ხელოვნ. დეკადა); ვ. დოლიძე “ქეთო და კოტე“ (1937); ზ. ფალიაშვილი “ლატავრა“ (პრემ. 1937.05.11.); დ. არაყიშვილი “თქმულება შოთა რუსთაველ-ზე“; შ. თაქთაქიშვილი “დეპუტატი“ (პრემ. 1940.29.04.); გრ. კილაძე “ლადო კეცხოველი“ (1941); ი. ტუსკია “სამშობლო“ (პრემ. 1941.25.01.); ვ. გოკიელი “პატარა კახი“ (პრემ. 1943.23.03.); შ. მშველიძე “ამბავი ტარიელისა“ (პრემ. 1946.26.02. სტალინ. პრემ. 1948); დ. თორაძე “მთების ძახილი“ (1947. პრემ. 1947.20.11.); ა. ბალანჩივაძე “მზია“ (პრემ. 1949.03.12.); შ. აზმაიფარაშვილი “ხევისბერი გოჩა“ (1951. პრემ. 1951.21.04.). სიმფონიები, სიმფონიური პოემები, უვერტიურები, სიუიტები: დ. არაყიშვილი “ჰიმნი ორმუზდს” (1953.01.06.). შ. მშველიძე “ზვიადაური“ (1940, სტალინ. პრემ. 1942), სიმფ. №1 (1943), სიმფ. №2 (1944), “მინდია“ (1950); რ. გაბიჩვაძე “გამზრდელი“ (1943); დ. თორაძე სიმფ. №1 (1946); ა. შავერზაშვილი “ქაჯეთი“ (1949), “1905 წლის რევოლუციის მებრძოლებს“ (1955); მ. დავითაშვილი უვერტ. “მშვიდობისათვის“ (1951), სავიოლ. პოემა (1954); ა. მაჭავარიანი “გორის სურათები“, “საჭიდაო“, “ჭიაკოკონა“, “საცეკვაო“ (1940). ინსტრუმენტული კონცერტები: მ. დავითაშვილი “პიონერული“ (1954); ნ. მამისაშვილი საფ-ნო ფანტაზია (1955 მარტი); ს. ნასიძე საფ-ნო №1 (პირვ. შესრ. 1955.04.05.); ა. შავერზაშვილი საფ-ნო II რედაქც. (პირვ. შესრ. 1949); დ. ჩხეიძე საფ-ნო №2 (1956). სხვა რეპერტუარი: ოპ.: მოცარტი “ფიგაროს ქორწინება“ (1934. ქართ. ენაზე). ძერჟინსკი “წყნარი დონი“ (1938.24.05.). ვერდი “რიგოლეტო“, “აიდა“ (1938), “ტრავიატა“ (1939), “ოტელო“ (1949); ჩიშკო “ჯავშნოსანი პოტიომკინი“ (1939. 09.07.); მასნე “ვერთერი“ (1942. 07.04.); მეიერბერი “ჰუგენოტები” (1943.27.01); მუსორგსკი “ბორის გოდუნოვი“ (1945.08.11.); ჩაიკოვსკი “ევგენი ონეგინი“ (1947 22.06.). ასევე,
ლიტერატურა:
წუწუნავა, ა. “საბჭ. მუსიკის დეკადა“ გაზ. „კომუნ.“ 1937. 28.11; ж. «СМ» 1951, №6; ჩხიკვაძე, გრ. “საქ. საბჭ. კომპოზიტორები“, თბ., 1956; Хучуа, П. «Сов. опера и бал.» в кн. «Груз. муз. культ.» М., 1957; მშველიძე, შ. “მგზნებარე დირიჟორი“, ჟ. „საბჭ. ხელ.“ 1963, №8; ქსე, ტ 1., თბ., 1975; ჩხიკვაძე, გრ. “ქართ. მუსიკის მოამაგე“, გაზ. “თბ.“ 1977.14.06.; «Дирижер, композитор», გაზ. «Веч. Тб.» 1977.17.05.; წგნ კვირიკაძე, თ. “შალვა აზმაიფარაშვილი“ თბ., 1996; „წიგნი ცხოვრების თანამგზავრსა და შემოქმედზე“, გაზ. “მუსიკა“ 1996, №8; კვირიკაძე, თ. “აზმაიფარაშვილების სადირიჟორო ოჯახი“, ჟ. “მუს. საქ.“ 1997; სხვადასხ. ავტ. ჟ. “მუს. საქ.” 2003 №4.
წყარო:
"ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი", რ. ქუთათელაძე, მ. ჯაფარიძე, თბ., 2015.