- ინფორმაცია
ლევან ბაგრატიონ-დავითაშვილი
(25.04.1973, თბილისი), კომპოზიტორი.
განათლება:
1990-1996 - სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, პროფ ნ.მამისაშვილი (კომპოზიცია);
1997-2000 - საარლანდის მუსიკალური და თეატრალური უმაღლესი სკოლის მიწვეული სტუდენტი- მაგისტრანტი პროფ. ტეო ბრანდმიულერის კლასში.
2010-2013 - ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. საკომპოზიციო-თეორიული დოქტურანტურა.
სამეცნიერო ხარისხი: სამუსიკო ხელოვნების დოქტორი (სპეციალიზაცია კომპოზიცია). საკვალიფიკაციო თემა: „დასარტყამი ინსტრუმენტების გამომსახველობითი ხერხები და ფუნქციები ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებში მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდან დღემდე“.
საქმიანობა:
2000-2002 - ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკალური თეატრის მთავარი დირიჟორის ასისტენტი;
2006 - კლუბი „ქალაქურის“ ექსკლუზიური შოუ-პროგრამის (STEP IN THE FUTURE) კომპოზიტორი და მუსიკალური ხელმძღვანელი;
2007-დან თანამშრომლობა უცხოელ პროდიუსერებთან კინო ფილმების, კომპიუტერული თამაშებისა და სხვადასხვა ინსტრუმენტული ნაწარმოებების შექმნის, არანჟირებისა და გაორკესტრების მიზნით;
2014-დან თანამედროვე ამერიკელი კომპოზიტორების ნაწარმოებების, კინოფილმების საუნდტრეკების, სხვადასხვა ინსტრუმენტების ხმოვანების (სემპლების) და კომპიუტერული თამაშების ჩაწერების პროექტის („BRAVO RECORD“-ში, „კინოსტუდია ქართული ფილმის“ სტუდიებში) მუსიკალური ხელმძღვანელი, დირიჟორი;
2014-დან „ ქართული სასწავლებელი“- თბილისის სამეცნიერო ცენტრის მუსიკის სასწავლო პროგრამის ავტორი და მასწავლებელი;
2015- დან დღემდე მოწვეული ლექტორი თბილისისვ. სარაჯიშვილის სახ. კონსერვატორიაში;
2016-დან მოწვეული ლექტორი საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში;
2017-დან საერთაშორისო გერმანული სკოლის მუსიკის მასწავლებელი;
2017-დან ბრიტანულ-ქართული აკადემიის მუსიკის მასწავლებელი;
2015-დან საორკესტრო ჩაწერებზე, გაორკესტრებებზე და საუნდ ტრეკებზე მუშაობა სტუდიებში:
· Roba Music - “Emotional Drama 2” (Album) - დირიჟორი
· Brand X Music - “Arthouse Cinema Vol. 1” (Album) - დირიჟორი
· Capcom - Dead Rising 4 (Video Game) - დირიჟორი
· “Pixel Privateers” (Video Game) - დირიჟორი
· 8Dio - Symphonic Shadows (Sample Library) - დირიჟორი
· 8Dio - Contemporary Aleatoric String Effects - დირიჟორი
· Fatal Error (Soundtrack) - დირიჟორი
· macProPideo.com (Educational Course) “Orchestral Composition” - დირიჟორი.
მონაწილეობა სამეცნიერო კონფერენციებში:
2017 - ვილნიუსში (ლიტვა) საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლა თემით: „ქართული კინო-მუსიკის საბაზისო საკითხები კინოსა და დრამის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის“;
2018 - ლოს-ანჟელესში (აშშ) საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლა თემით „ნარატივისა და მუსიკის ურთიერთკავშირი დოკუმენტურ ქართულ კინოში“.
საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის საბჭოს წევრი.
თხზულებები:
საორკესტრო:
პოემა „აჩრდილი“ ი. ჭავჭავაზის მიხედვით სიმებიანი ორკესტრისთვის, 1996;
ორი პიესა სიმებიანი ორკესტრისათვის, 1997;
„ხილვები“ ორმაგი სიმფონიური ორკესტრისთვის, 2010;
„მირაჟი“ კამერული ორკესტრისათვის( სიმებიანებისთვის, ხის და ლითონის ჩასაბერი საკრავებისა და დასარტყამი ინსტრუმენტებისათვის), 2013;
„დიპტიქი N 6” ორმაგი სიმფონიური ორკესტრისთვის და ოთხი სინტეზატორისთვის, 2013;
„ხილვები“ სიმებიანი ორკესტრისთვის და დასარტყამებისთვის 2015.
კამერულ-ინსტრუმენტული ნაწარმოებები:
„გახსენება“ სიმებიანი კვარტეტისთვის, 1998;
საფორტეპიანო ვარიაციები, 1995;
„იმპროვიზაცია“ფორტეპიანოსთვის, 2000;
„ტრიფტიქი“ ტრიოსთვის ფორტეპიანო, ვიოლინო და ვიოლონჩელო, 2006;
მუსიკალური შოუ ელექტრონული ჩანაწერისთვის, ვიოლინოსა და ფლეიტისთვის, 2010;
„დიპტიქი“ ფორტეპიანო, საყვირი, და დასარტყამი ინსტრუმენტებისთვის (ვიბროფონი და ტიმპანები), 2011;
„სამი ფანტაზია“ არფის, ვიოლონჩელოს, საყვირისა და ელექტრონული დასარტყამებისათვის, 2011;
„იმპროვიზაცია“ სოლო ჰობოისთვის, 2012;
„ხატოვნება“ ფორტეპიანოსა და დასარტყამი ინსტრუმენტებისათვის (ტიმპანი, ვიბროფონი, მარიმბა, დაკიდული ზარები და ელექტრონული დასარტყამები), 2012;
„მონოლოგი“ ვიოლონჩელოსათვის, 2014;
საგუნდო: „კონტრასტები“ ქალთა გუნდისა და ელექტრონული ხმებისთვის, 2011;
მუსიკა კინოფილმისთვის „მოგონებები ამსტერდამში“ (ჰოლანდია), 2000.
პუბლიკაციები:
საერთაშორისო კონფერენციებზე წარდგენილი სამეცნიერო თემები:
„ქართული კინო-მუსიკის საბაზისო საკითხები კინოსა და დრამის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის“ („Basicof Georgian Film Music for Studentsof Theater and Film University“) - ვილნიუსის (ლიტვა) საერთაშორისო კომფერენცია, 2017;
„ნარატივისა და მუსიკის ურთიერთკავშირი დოკუმენტურ ქართულ კინოში“ („The Relation Between Narrative and Music in Georgian Documentary Films /created in the past 50 years/), ლოს-ანჟელესის (აშშ) საერთაშორისო კომპერენცია, 2018 ;
სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით მეცნიერული სტატიები მუსიკალურ ჟურნალებში.