- ინფორმაცია
ინგა ბახტაძე
(31.10.1940, თბილისი), მუსიკისმცოდნე-ისტორიკოსი, პიანისტი, კულტუროლოგი.
განათლება:
დაამთავრა: 1959 თბ. "ნიჭიერთა ათწლედი", პედაგ. გ. სვანიძე (ფ-ნო), 1966 თსკ, პედაგ. გ. ქავთარაძე (ფ-ნო).
საქმიანობა:
1966-70 თბ. VIII მუს. სკ. პედაგ. (ფ-ნო). 1970-80 თსკ ესთეტიკის კათ. მეცნ. თანამშრ., ხელოვნებათმც., კანდიდ. (1978. დისერტ. თემა "მუსიკის სოციალური პრობლემის ფუნქცია XIX ს. II ნახევრის ქართული გამათავისუფლებელი მოძრაობის იდეურ-ესთეტიკურ პროგრამაში"), ისტორიის (კულტუროლოგიის) მეცნიერებათა დოქტორი (2002. თსუ. დისერტ. თემა "ქართული მუსიკალურ-ესთეტიკური კულტურის განვითარების ძირითადი ისტორიული პრობლემები"). კომპოზ. კავშ. წევრი.
პუბლიკაციები:
წგნ მონოგრ. „ქართული მუსიკალურ-ესთეტიკური აზრის ისტორიიდან. XIX ს. II ნახევარი", თბ., 1980; მონოგრ. „ქართული კულტურა - დასავლეთი", თბ., 2001; «На рубеже веков. (грузинские современники о России XVIII-XIX вв.)», Тб, 1991; „მიჯნები" (სტატიები, წერილ., ესეები), თბ., 2015. სამეცნ. შრ., მათ შორის: „მუსიკის სოციალური ფუნქციის პრობლემა ა. წერეთლის ესთეტიკურ ნააზრევში", თსკ შრ. კრ. 1975; „ხალხური მუსიკალური შემოქმედების როგორც საზოგადოებრივ-ისტორიული მოვლენის გაგება მე-19 ს. II ნახ. ქართულ ესთეტიკურ ნააზრევ¬ში", თსკ შრ. კრ. 1980; «О методах музыкальной компаративистики в изучении этномузыки народов закавказья», თსკ შრ. კრ. 1982; «Проблема типологии грузинской музыки», в кн. «Актуальные проблемы изучения музыкальных культур стран Азии и Африки», Ташкент, 1983; «Методологические вопросы истории муз. культур Грузии-Армении», в кн. «Грузино-Армянские культурные взаимосвязи», Тб., 1991. «Штрихи к портрету Авета Тертеряна», ж. «Лит. Гр.» 1982 №2; "საერო ტენდენციების პრობლემისათვის ძველ ქართულ მუსიკალურ-ესთეტიკურ კულტურაში", თსკ შრ. კრ. 1985; „ეთნიკური სიმშვიდე - განა მიუღწეველია?", ჟ. "ეთნოპოლიტიკა", 2008 №1; „საქართველოს კულტუროლოგიურ-პოლიტიკური ორიენტირები", ჟ. „ქართველოლოგია", 2008 №3; "საქართველოს პოლიეთნიკურობის პრობლემა შიდაკავშირების კონტექსტში", ჟ. „ქართველოლოგია", თბილისი, 2011 იანვარი-თებერვალი; „დამოუკიდებლობის ქართული პარადიგმა: (რეტროსპექცია status quo -მდე)", ჟ. „ქართველოლოგია", 2014 იანვ.-თებერვ.; „ივ. ჯავახიშვილის უცნობი მოხსენება", ჟ. „ქართველოლოგია", 2014 მარტი-აპრ.; „რუსული აუცილებლობის" ისტორიულ-პოლიტიკური pro et contra", ჟ. "ქართველოლოგია", 2008 №10; საგაზ., საჟურნ. წერილ., მათ შორის: "60-იანი წწ. ფრანგული კინომუსიკის საკითხისათვის", ჟ. "საბჭ. ხელ.", 1972 №9; "ახალი ქართული ოპერა", ჟ. "საბჭ. ხელ." 1973 №5; "ნაციონალური მუსიკის ტიპოლოგიის პრობლემა", ჟ. "საბჭ. ხელ." 1977 №1; „აღმოსავლური მუსიკა და ქართ. მუს. კულტურის ტიპოლოგია", ჟ. „საბჭ. ხელ." 1980 №5; „აღმოსავლური კულტურა და ქართ. მუს. კულტურის ტიპოლოგიის პრობლემა", ჟ. "საბჭ. ხელ." 1982 №5; წგნ „მიჯნები. სტატიები, წერილები, ესეები", თბ. 2014 და სხვ.
ლიტერატურა:
Какулиа, Л., Чкониа, С. «Композиторы и музыковеды Грузии», Тб., 1984; „პირველად იყო მიზან" (ი. ბახტაძის წიგნის გამოცემის გამო), გაზ. „თბ." 2003 25-26.06.; მამისაშვილი, ნ. „ი. ბახტაძე - „ქართ. კულტ. - დასავლეთი", ჟ. „ქართველოლოგია", 2008 №5; „საქ. მეცნ. დოქტორები", საქ. მეცნ. ეროვნ. აკად., თბ., 2012.
წყარო:
„ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“, რ. ქუთათელაძე, მ. ჯაფარიძე, თბ., 2015.