ქართული | English

შენობა
ზაქარია ფალიაშვილი
ნ. გაბუნია, ს. ნასიძე, ვ. აზარაშვილი, დ. თორაძე, პ. ხუჭუა
სარკეებიანი დარბაზი
ბუჩუკური ეკატერინე
ბუჩუკური ეკატერინე
დაიბადა : 19.08.1975
კატეგორია : მუსიკისმცოდნეები
  • ინფორმაცია

ეკატერინე ბუჩუკური
(13.08.1975, თბილისი) - მუსიკისმცოდნე-ისტორიკოსი.
 
განათლება:
სწავლობდა თბ. თსკ არსებ. ექსპერიმენტ. მუს. სკოლაში, 1998 დაამთავრა თსკ (მუს. ისტ. განხრით). გაიარა სადოქტორო პროგრამა (2006-2009). მუსიკოლოგიის დოქტორი (2009. დისერტ. თემა: “ქართულ-აღმოსავლური მუსიკალური კულტურების ურთიერთობის ზოგიერთი ასპექტი”). მოპოვებული აქვს სხვადასხვა სტიპენდია, მათ შორის კოსტავას სახელობის, მშველიძის სახელობის,  რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ახალგაზრდა მეცნიერთათვის (2008-2009), იტალიის მთავრობის სტიპენდიები (2004, 2006-2007).
 
საქმიანობა:
საქართველოს მუსიკალურ-საინფორმაციო ცენტრი, რედაქტორი 1995-1998; ექსპერიმენტული სამუსიკო სკოლის (1997-2000) პედაგოგი. თბილისის სახ. კონსერვატორიის უცხოეთთან ურთიერთობის კოორდინატორი (2000-2002).  მუსიკალურ-შემეცნებითი სატელევიზიო პროექტების და გადაცემათა ციკლის ავტორი და წამყვანი (საქ. I-II არხი - „ინტერმეცო“, მე-9 არხი -„ბელისიმო“) 1996-2004. 1999-2014 მუშაობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში სხვადასხვა სამენეჯერო პოზიციებზე: ლიტერატურული ნაწილის გამგე, პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის კოორდინატორი, თეატრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (2004-2012). 2006-2007 გავლილი აქვს სტაჟირება რომის ოპერის თეატრში. 2015-დან თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. კონსერვატორიის მოწვეული პედაგოგი. საქ. კომპოზიტორთა კავშირის წევრი.
 
პუბლიკაციები:
“კანონი და იმპროვიზაცია აღმოსავლურ პროფესიულ მუსიკაში” - თბ. სახ. კონსერვატორიის 80 წლისადმი მიძღვნილი ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენციის კრებული, 1999; “ისლამი და მუსიკა” - თბილისის კულტურის ინსტიტუტის VII სამეცნიერო კონფერენციის კრებული, 2000; “Georgian Music in the Context of Relation with Oriental Monodic Cultures” “ქართული მუსიკა აღმოსავლურ მუსიკალურ კულტურებთან ურთიერთობის კონტექსტში” - ვენის უნივერსიტეტის მუსიკისმცოდნეობის ინსტიტუტი, საერთაშორისო კონფერენციის მოხსენებათა კრებული “Theorie und Geschichte der Monodie” 2002; “სუფიზმი და მუსიკა” – “თეატრი და ცხოვრება” 2006 №3-4; კულტურათა დიალოგი: “თავისი" და “სხვისი" კულტურების ურთიერთობის ასპექტები საქართველოს ებრაელთა ტრადიციული მუსიკის მაგალითზე“/ ბააზოვის სახ. საქართველოს ებრაელთა მუზ. სამეც. შრ. კრ., 2009; “საქართველოს ებრაელთა ტრადიციული მუსიკა მსოფლიოს ებრაელთა კულტურის კონტექსტში”, მუსიკოლოგიური ძიებანი, 2010 №1; “კლასიკური მუსიკა რეკლამაში“ სამეც. შრ. კრ. “პიროვნება, საზოგადოება, კულტურა დროის კონტექსტში“ („მუსიკოლოგიური ძიებანი“, 2012; “აღმოსავლეთი" ქართველ კლასიკოსთა შემოქმედებაში.; ელ. ჟურნალი "მუსიკისმცოდნეობა და კულტუროლოგია, 2016 №2; “Hermann Wedekind and Georgian Musical Culture”, ელ. ჟურნალი "მუსიკისმცოდნეობა და კულტუროლოგია, 2017 №2; “გერმანელი მუსიკოსები საქართველოში" ბათუმის II საერთაშორისო კონფ. კრებული „კულტურა და ხელოვნება, კვლევა და მართვა“ 2017; "ქართულ ენაზე ოპერების გამმართველი ამხანაგობის" ისტორიიდან", წიგნი "ზაქარია ფალიაშვილი" (ქართულ-ინგლისურად) 2017, თბილისის მუზაუმების გაერთიანება; „ოპერა“, ჟურნალი „ჩემი სამყარო“ 2018, №4; „ქართული მუსიკა ქართული ღვინის რეკლამაში“, ბათუმის III საერთაშორისო კონფ. კრებული „კულტურა და ხელოვნება თნამედროვეობის კონტექსტში“ 2019; WINE AND MUSIC IN GEORGIAN PAINTING AND ADVERTISEMENT,  ელ. ჟურნალი "მუსიკისმცოდნეობა და კულტუროლოგია 2019 №2 (20) და სხვ.

უკან

2024 ნოებმერი
  • ორშ
  • შამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
> <
Designed by SPAR.GE | ©2024 All rights resaved