- ინფორმაცია
მარიამ (მარიკა) ჩიჯავაძე
(19.12.1955, თბილისი), მუსიკისმცოდნე-ისტორიკოსი, ჟურნალისტი.
განათლება:
დაამთავრა: თბ. მუს. სკოლა, პედაგ. ნ. ქიტიაშვილი, ლ. მამრაძე (ფ-ნო); 1974 თბ. I მუს. სასწ. თეორ. განყ., პედაგ.: მ. გუგეშაშვილი(მუს. ისტ.), ს. ავჟანტაძე (სოლფეჯ.-თეორ. საგნები), ლ. ხუგაშვილი, თ. რამიშვილი (ჰარმონია); 1979 თსკ, პედაგ. თ. გელაძე (მუს. ისტ.); 1986 გაიარა თსუ ჟურნალისტიკის კურსები; 1987 სტაჟირება მოსკ. ტელე-რადიო მაუწყებლობის საკვალიფიკაციო საკავშ. ინსტ.-ში.
საქმიანობა:
1979-93 თბ. №26 მუს. სკ. პედაგ. (მუს. ლიტ.). 1993-დან თბ. "ნიჭიერთა ათწლედის" პედაგ. (მუს. ლიტ.) და განყ.-ის გამგე. პარალელ.: 1979-დან საქ. რადიოს. მუს. განყოფ., გადაცემების ავტორი, წამყვანი, პროდიუსერი. რადიოში ყოველკვირეული საავტორი გადაცემები: "მხოლოდ ოპერა" (1992-დან), "ვარიაციები მუს. თემაზე" (2010-დან), "მუს. რადიოანშლაგი" (2005-დან); "ინტერმედია" (კვირაში 3-ჯერ (2002-დანე), "ყველას რაიმე აქვს სახსოვარი" (ციკლი), "მუს. და თანამედროვეობა" (ციკლი), "XX ს.: მუს. და მუსიკოსები" (ციკლი, პროექტის ავტორი. გადაცემის თანაავტორები: თ. ბაკურაძე, ქ. ბოლაშვილი, ჯ. იაშვილი), 1979-დან რადიოჟურნალ "ჩანგში", "პიკის საათში" და მრ. სხვ. ავტორი და წამყვ. რადიოგადაცემების: მუს. ფესტ.-ის, კონკ.-ის შესახებ, ყრილობების მიმოხილვები, რეპორტაჟები; გამოჩენილი ქართ. მუსიკოსების პორტრეტები (ნარკვევი, ინტერვიუ, კომპოზიცია) და ა. შ. (მათი უმეტესობა დაცულია რადიოს ფონში). პირდაპირი რეპორტაჟები მნიშვნელოვანი საოპ. სპექტაკლებიდან და კონცერტებიდან. ტელევიზია "ერთსულოვნებაში" გადაცემა "ოპერა" (ავტორი, წამყვანი). გადაცემები ტვ პირველ არხზე. მათ შორის: ზ. აზმაიფარაშვილზე, თ. თაქთაქიშვილზე და სხვ. პარალელ. 2015-დან თსკ სამაუწყებლო მედია, მუს. პროგრამების დრამატურგია და რედაქტირება მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებში საქ. რადიომაუწყებლობაში საავტორო გადაც.: "მხოლოდ ოპერა" (1993-დან), "ინტერმედია" (2002-დან), "მუს. რადიოანშლაგი" (2005-დან), "ვარიაციები მუს. თემაზე" (2010- დან). რადიოგადაც. ციკლები: "ყველას რაიმე აქვს სახსოვარი", "მუს. და თანამედროვეობა", "XXს. მუს. და მუსიკოსები" (გადაც. თანაავტორები: თ. ბაკურაძე, ქ. ბოლაშვილი). 1979-დან სიუჟეტები რადიოჟურნ. "ჩანგი", "პიკის საათი" და სხვ. ჯილდოები: ღირსების მედალი (1998). საქ. ჟურნალისტთა კავშ. წევრი; საქ. კომპოზ. კავშ. წევრი.
პუბლიკაციები:
სტატიები გამოცემებში: "ქართული საბჭოთა ენციკლოპედია", "ხელოვნება", მუსიკალური საქართველო", გაზ.: "თბილისი", "დილის გაზეთი", "კულტურა" და სხვა.
წყარო:
"ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი", რ. ქუთათელაძე, მ. ჯაფარიძე, თბ., 2015.