- ინფორმაცია
თამარ (თათია) ჩხეიძე
(25.05.1969, თბილისი), მუსიკისმცოდნე-თეორეტიკოსი.
განათლება:
დაამთავრა: 1988 თბ. I მუს. სასწ., პედაგ.: თ. რამიშვილი, ნ. ქავთარაძე (თეორ., მუს. ისტ.), 1988 თსკ პედაგ. მ. ანდრიაძე (თეორ. საგნები), 1997 იმავე პედაგ. ასპირანტურა. 1997 მუსიკისმცოდნეობის კანდიდ. (დისერტ. თემა: “საღვთო ლიტურგია ღვთისმსახურების ქართულ პრაქტიკაში (მუსიკალურ-ლიტურგიკული ასპექტები)“.
საქმიანობა:
1997 თსკ მუს. თეორიის კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი, 2000 მასწ., უფროსი მასწ. (2001), დოცენტი (2005) ასოც. პროფეს. (2013); 2005-დან თსკ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილე, 2013-დან ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის, საეკლესიო მუს. მიმართულების ხელმძღვანელი. 2011-დან განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამული აკრედიტაციის ექსპერტი, 2015-დან გიორგი მთაწმინდელის სახ. საეკელსიო გალობის უმაღლესი სასწ., საეკელსიო მუსიკოლოგიის კათედრის გამგე. მუშაობს ქართ. საეკლესიო მუს. კვლევის დარგში. კომპოზ. კავშ. წევრი.
პუბლიკაციები:
სამეცნ. შრ., მათ შორის: `მართლმადიდებელთა ლიტურგია და კათოლიკური მესა - საერთო და განმასხვავებელი ნიშნები", თსკ. შრ. კრ., 1993-94; `დიალოგის" პრინციპი ღვთისმსახურებაში. მისი როლი, ფუნქციები ლიტურგიაში", თსკ. შრ. კრ., 1997; `სადღესასწაულო ტროპარი და მისი კომპოზიციური თავისებურებანი", თსკ. შრ. კრ., 2001. „XVII -XVIII საუკუნეების ქართულ ხელნაწერებში დაცული ჭრელთა ნუსხები", ჟ. „რწმენა და ცოდნა", 2001-2002 №2(4); „ჭრელისა და ნევმური სისტემის ურთიერთმიმართების საკითხისათვის", ტრ. მრ.ხმ.-ის II სიმპოზიუმი, თბ., 2004; „არსენ ბერი", „არსენ იყალთოელი", «Научная Энциклопедия», М., 2005; „მოდალური აზროვნების თავისებურებების გამოვლენა ქართულ საგალობლებში", თსკ შრ. კრ. „მუსიკისმცოდნეობის საკითხები", 2013; „მუსიკალური ქსოვილის ორგანიზების ზოგიერთი პრინციპის შესახებ ქართულ საეკლესიო გალობაში", მოხსენებების კრ., ბათ., 2015; „შუაღამისანი"-ს შესრულების თავისებურებები ქართულ საღვთისმსახურო ტრადიციაში", ბსუ, ბათ., 2015; `სამგალობლო ტერმინთა ლექსიკონი~ (შემდგენელი დ. შუღლიაშვილთან ერთად). ელექტრ. ვერსია. თბ., 2016 და სხვ.
წყარო:
"ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი", რ. ქუთათელაძე, მ. ჯაფარიძე, თბ., 2015.