გიორგი შავერზაშვილი
კომპოზიტორი და პიანისტი
შემოქმედებითი ბიოგრაფია
დაბადების თარიღი: 1950 წლის 4 აგვისტო
დაბადების ადგილი: თბილისი, საქართველო
საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: 0162, თბილისი, მოსაშვილის ქ. 8, ბინა 6,
ტელ: (+995) 599 504 759
ელ. ფოსტა: g.shaverzashvili@gmail.com
განათლება:
• 1958-68 - თბილისის სპეციალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი", პედაგოგ ე.ჩერნიავსკაიას კლ.
• 1968-73 - თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო ფაკულტეტი, პროფ. გ.ქავთარაძის კლ.
• 1973-75 - თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასპირანტურა, პროფ. გ.ქავთარაძის კლასი
• 1976-77 - მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიის სტაჟირება, პროფ. ბ.ზემლიანსკის კლასი
• 1980-84 - თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საკომპოზიტორო ფაკულტეტი, პროფ. ს.ნასიძის კლ.
ჯილდოები:
• ამიერკავკასიის მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსის ლაურეატი (ბაქო, 1972)
• ახალგაზრდა კომპოზიტორების საკავშიკო კონკურსის ლაურეატი საფორტეპიანო კონცერტისთვის N1 (მოსკოვი, 1985)
• საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის პრემია "წლის საუკეთესო კომპოზიტორი" საფორტეპიანო ტრიოსთვის N1 (2004)
• საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კონკურსების ლაურეატი ნაწარმოებებისთვის: სიმებიანი კვარტეტი №2 (2010), რომანსი „საყურე"დაბალი ხმისა და ფორტეპიანოსთვის (2010), "პასტორალი" ფლეიტის, ვიოლინოს, ჩელოსა და ორი გიტარისთვის (2012), "ნოველეტი" კლარნეტისა და გიტარისთვის (2012), საფორტეპიანო ტოკატა (2014), საფორტეპიანო კონცერტი N3 (2015).
საქმიანობა:
• 1990-2017 - თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საკომპოზიციო მიმართულების მასწავლებელი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, ასოცირებული პროფესორი.
პედაგოგიური მუშაობა: წაკითხული კურსები - კომპოზიცია, საკრავთმცოდნეობა, სიმფონიური პარტიტურის კითხვა, პოლიფონია, კომპოზიციის საფუძვლები, საორკესტრო სტილების ისტორია;
სამეცნიერო მუშაობა - პუბლიკაციისთვის გამზადებული ორი სახელმძღვანელო - „საორკესტრო სტილების ისტორია" და „ლექციები საკრავთმცოდნეობაში"; რეცენზიები სამეცნიერო ნაშრომებზე;
• 2010-2017 - თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი.
• 1975-2017 - ზ.ფალიაშვილი სახ. ცენტრალუსი სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის" ფორტეპიანოს, შემდეგ, კომპოზიციის სპეციალობის პედაგოგი;
• 2017 - ვაჟა ჩაჩავას სახ. მუსიკოსთა სერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრი;
• 2017 - ახალგაზრდა პიანისტთა თბილისის VII სერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრი.
საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებით კავშირში მოღვაწეობა:
• 1986 წლიდან - საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის წევრი;
• 1990-1992 - საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის მდივანი და საკოორდინაციო საბჭოს წევრი მოკავშირე რესპუბლიკებთან ურთიერთობის ხაზით;
• 1996-2017 - გამგეობის წევრი;
• 1996-2017 - მიმღები კომისიის თავმჯდომარე;
• 2010-2011 საკონცერტო სეზონისთვის ახალი ქართული საკვარტეტო ნაწარმოებების შერჩევის კომისიის თავმჯდომარე;
• 2011 - კონკურსის „ვირტუოზული ინსტრუმენტული პიესა" ჟიურის თავმჯდომარე;
• 2011-2012 საკონცერტო სეზონისთვის ახალი ქართული სიმფონიური ნაწარმოებების შერჩევის კომისიის თავმჯდომარე;
• 2010 და 2015 -კონკურსების „წლის საუკეთესო სამუსიკისმცოდნეო ნაშრომი"-ს ჟიურის წევრი;
• 2017 - საკონცერტო პროექტის „ქართული მუსიკის სიახლენი" ავტორი, წამყვანი და მონაწილე.
საავროტო კონცერტები:
• 2015 - საავტორო კონცერტი ფესტივალის „აღდგომიდან ამაღლებამდე" (რუსთაველის თეატრის
მცირე დარბაზი);
• 2016 - საავტორო კონცერტი (ზ. ფალიაშვილის სახლ-მუზეუმი);
• 2017 - შეხვედრა კომპოზიტორთან (საპატრიარქოს რადიოს გადაცება)
საშემსრულებლო მოღვაწეობა:
• ქართველ კომპოზიტორთა საფორტეპიანო და საანსამბლო ნაწარმოებების შესრულება, მათ შორის, თანამედროვე ქართველ ავტორთა ახალი ნაწარმოების საპრემიერო შესრულება;
• ქართველ კომპოზიტორთა, მათ შორის, ი.ტუსკიას, ნ.გუდიაშვილის, რ.ლაღიძის, რ.გაბიჩვაძის, შ.მილორავას, ა.შავერზაშვილის, გ.ცაბაძის, ო.თაქთაქიშვილის, მ.დავითაშვილის, ვ.აზარაშვილის,
ნუნუ გაბუნიას, ჯ.ჯანდიერის და სხვათა თემებზე შექმნილი საფორტეპიანო ფანტაზიების ავტორი და შემსრულებელი;
• საკუთარი და ჯაზ-სტანდარტების თემებზე კომპოზიციების შემსრულებელი.
მონაწილეობა ფესტიველებში:
• „ღამის სერენადები" (ბათუმი, 2010);
• "Young Euro Classic" (ბერლინი, 2010);
• „აღდგომიდან ამაღლებამდე" (კონსერვატორიის დიდი დარბაზი, 2014);
• „აღდგომიდან ამაღლებამდე" (რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზი, 2015);
• „შემოდგომის თბილისი" (ჯ.კახიძის სახ. მუსიკალურ-კულტურული ცენტრი, 2016);
• თბილისის კონსერვატორიის საიუბილეო ფესტივალი (კონცერტები - „ქართული მუსიკის 100 წელი" და „ჯაზის საღამო", კონსერვატორიის დიდი დარბაზი, 2017).
ნაწარმოებების სია:
სიმფონიური ნაწარმოებები:
• კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესრტისთვის. №1 (1984)
• "ელეგია" (1990)
• კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისთვის №1 (1991)
• კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის №2 (1992)
• კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისთვის №2 (1993)
• მესა შერეული გუნდისა და ორკესრტისთვის (1999)