ქართული | English

შენობა
ზაქარია ფალიაშვილი
ნ. გაბუნია, ს. ნასიძე, ვ. აზარაშვილი, დ. თორაძე, პ. ხუჭუა
სარკეებიანი დარბაზი
ჭაბაშვილი ეკატერინე
ჭაბაშვილი ეკატერინე
დაიბადა : 12.01.1971
კატეგორია : კომპოზიტორები
  • ინფორმაცია

ეკატერინე (ეკა) ჭაბაშვილი
(12.01.1971, თბილისი), კომპოზიტორი.
 
განათლება:
სწავლობდა 1979-86 თბ. №4 მუს სკ., 1986-90 - თბ. I მუს. კოლეჯში (მუს. თეორ.). 1995 დაამთავრა თსკ, პედაგ. ნ. მამისაშვილი (კომპოზიც.).
 
საქმიანობა:
2009-დან თსკ პედაგ. (კომპოზიც.)., ასოც. პროფ. (2013). მუსიკოლოგიის აკად. დოქტორი (2011. დისერტ. თემა „მულტი-ტოპოფონიური საკომპოზიციო ტექნიკის ცნებისათვის".) 1995-96 "ART salon"-ის დირექტ., 1996-99 - კინოსტუდია „მემატიანე"-ს მუს. რედაქტ. და კომპოზიტორი. 2004-დან კითხულობდა ლექციებს თბ. კინოსა და თეატრ. უნივერს.-ში. "თანამედროვე პროფესიული მუსიკის განვითარების ცენტრის" დირექტორი. საკრავების თეატრი "სენსუსი"-ს დამაარსებელი და დირექტორი.  საქართველოსა და უცხოეთში (აშშ, ლიტვა, ბრიტანეთი) საერთაშ. კონფერენციების, კონცერტების, ფესტივალების მონაწილე. კომპოზ. კავშ. წევრი.
 
ჯილდოები, პრემიები:
I პრემ. (საქ. კომპოზ. კავშ. კონკ. საფ-ნო ნაწარმ. "პანორამა", 1996); III პრემ. (საქ. კომპოზ. კავშ. კონკ. საგუნდო ნაწარმ. "ქორალი", 2007); საუკეთესო ახალგაზრდა ქართ. კომპოზიტორი (2003). საგუნდო მუს. და ალკამაარის საორგანო მუსიკის კონკურსის გამარჯვებული (2011). DAAD-ის სტიპენდიანტი.
 
თხზულებები:
ოპერა: ოპერა-გამოფენა „მოხეტიალე სულები". ბალეტები: „ციალი", „ფერხული სიკვდილთან". სიმფ.: №1 „კოსმოსი"; №2 „იანი და ინი"; №3 „უკუნითი უკუნისამდე". საორკ. მუს.: სიმფ. ტრილოგია „სხეულები"; „ანდაზები", „აქსიომა", „მოზაიკა". სიმფ. სურ. „ციური სხეულები"; „აპოკალიფსი" (პირვ. შესრ. 1998); „აქსიომები" (მცირერიცხოვანი ორკ.-თვის აკუსტიკური ეფექტით, 1997); კონც. საქსოფონის (საქსოფონის, არასტანდარტული ორკ.-ისა, გუნდისათვის. 1992); „მოზაიკა“ ჩაფიქრებული იმპროვიზაცია სოლო ფ-ნოსა და ორკ.-თვის (1996). ვოკ. ინსტრ.: რეკვიემი (პირვ. შესრ.თბ. 2016. 23.04. დირიჟ. დ. კინწურაშვილი). კამერ. ინსტრ.: საფ-ნო „პანორამა"; „დიფსომანია" სოლო არფის; პიესები სხვადასხვა ინსტრ.-ის შემადგ.; „მსოფლიოს შვიდი საოცრება"; სონატა ვიოლ. და ფ-ნოს (1993); „გალერეა" (აუდიო-ბგერითი ისტორია. 1992. საქ. პირვ. შესრ. 1994; აშშ - 2007); იმპროვიზაცია დუეტისათვის (ფლეიტა და ფ-ნო ან ელექტრონიკა. პირვ შესრ. საქ. და სომხეთში 2002, საფრანგეთში 2006); „დიფუზია" ქართ. ხალხ. საკრ. (სალამური, დუდუკი, დოლი, ფანდური-ჩონგური, ჭიანური. 2006). გუნდები: „ქორალი" (III პრემ. გერმანია); "პოეტი" a cappella შერეული გუნდის, 1996); „მსოფლიოს შვიდი საოცრება" (სხვადასხვა შემადგენლობის ანს. 2000-02. პირვ. შესრ. 2003). საორგანო: მიკროორატორია „გალობანი სინანულისანი". თეატრ. მუს.: „ალვა" (რუსთაველის თეატრი); „ხმაური და მძვინვარებ“ ჰოლოგრამული თეატრისათვის; „საკრავების თეატრი“ და სხვ.
 
პუბლიკაციები:
სამეცნ. შრ., მათ შორის: „ატომალურ-ბირთვული საკომპოზიციო ტექნიკა მილენიუმის საზღვარზე", კრ. „მუსიკოლოგ. ძიებ." 2010 №1; „რამდენიმე კომპოზიტორის მოსაზრება მუსიკალური აზოვნების გენეზისის შესახებ (პრობლემის დასმისათვის)", კრ. „მუსიკოლოგ. ძიებ." №2 2012; „მუსიკა სუპერჰოლოგრამასა და ჩვენს ობიექტურ რეალობაში (საკითხის დასმისათვის)" თსკ შრ. კრ. 2015. საჟურნ. წერილები.
 
ლიტერატურა:
ბოლაშვილი, ქ. „ახალგაზრდა ქართველი კომპოზიტორების სიმფონიური მუსიკა", გაზ. „მუსიკა", 1999 №1; ტაბლიაშვილი, მ. „პოლიფონიური საწყისი ე. ჭაბაშვილის კამერულ ანსამბლებში", ჟ. „ხელოვნ." 2004; ტაბლიაშვილი, მ. „პოლიფონიის შესახებ ახალგაზრდა ქართველ კომპოზიტორთა კამერულ-ინსტრუმენტულ ანსამბლებში", ჟ. „კავკასიის მაცნე", 2006; ვირსალაძე, მ. „დახატული მუსიკა და აჟღერებული ნახატები", ჟ. „მუსიკა", 2012 №4; ნიქაცაძე, ა. „ფესტივალი „საქ-Art-ველო", ჟ. „მუსიკა", 2013 №2; დეკანოიძე, ა. „რეკვიემი ქართული მინერალებით" ჟ. „მუსიკა" 2016 № №2 და სხვ. უცხოური პრესა.
 
წყარო:
„ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“,  რ. ქუთათელაძე, მ. ჯაფარიძე, თბ., 2015.

უკან

2024 ოქტომბერი
  • ორშ
  • შამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
  • 31
> <
Designed by SPAR.GE | ©2024 All rights resaved