- ინფორმაცია
მერი ჭოღოშვილი
(14.05.1941, ქუთაისი), მუსიკისმცოდნე-თეორეტიკოსი.
განათლება:
დაამთავრა: 1962 ქუთ. მუს. სასწ., პედაგ. თ. ლეჟავა (თეორ.), 1967 თსკ, პედაგ. ქ. თუმანიშვილი (მუს. თეორ.), 1971 იმავე პედაგ. ასპირანტურა.
საქმიანობა:
1967-71 თბ. III მუს. სასწ. პედაგი (თეორ. საგნები), 1968-71 საქ. მუს.-ქორეოგრაფიული საზოგადოების მთ. კონსულტანტი. 1971-2007 თსკ პედაგ. (სოლფეჯიო, ჰარმონია), დოც. (1991); ხელოვნებათმც. კანდიდ. (1990. დისერტ. თემა "ციკლურობის პრინციპები ქართველი საბჭოთა კომპოზიტორების კანტატებსა და ორატორიებში"). აკად. დოქტორი. კომპოზ. კავშ. წევრი.
პუბლიკაციები:
სამეცნ. შრ., მათ შორის: "ქართული კანტატა-ორატორიული ციკლის წარმოშობის საკითხისათვის", თსკ შრ. კრ. 1980; "ქართული საგუნდო კონცერტი და ი. კეჭაყმაძის საგუნდო ციკლები", თსკ შრ. კრ. 1996; "90-იანი წლების ქართული ვოკალური მუსიკა და ვ. აზარაშვილის ვოკ. ციკლი "პოეტის აღსარება", თსკ შრ. კრ. 1998; "ვოკალური მუსიკის კომპოზიციური სტრუქტურები" (ვოკალური ნაწარმოების ანალიზისთვის), თსკ შრ. კრ. 1999. საჟურნ., საგაზ. წერილ.
წყარო:
"ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი", რ. ქუთათელაძე, მ. ჯაფარიძე, თბ., 2015.