- ინფორმაცია
ვაჟა დურგლიშვილი
(09.05.1948, დაბა ახალგორი), კომპოზიტორი.
განათლება:
1968-72 თბ. საცირკო-საესტრ. სასწ., 1979-83 თბ. პედაგ. ინსტ. მუსიკა-სიმღერის ფაკ.;
საქმიანობა:
1968 ახალგორის საბავშვო სახლში, 1972-დან თბ. ფილარმონიაში, თბ. პიონერთა სასახლის პედაგოგად. თანამშრომლობდა საესტრადო ანსამბლებთან.: `"ორერა", "დიელო", "რერო", "ციცინათელა", "ლალე", "ჯორჯია". ვ. დ-ის საბავშვო სიმღ. შედის ანს. "მზიური" "მთიები", "ლახტი", "ნერგები", "ბასტი-ბუბუ"-ს და სხვ. რეპერტ.; ვ. დ-ს სიმღერებს ასრულებდნენ ქართ. ესტრადის ცნობილი მომღერლები: ნ. ბრეგვაძე, რ. ბარძიმაშვილი, მ. თოდაძე, ბ. კალანდაძე, მ. სეფაშვილი და სხვ. კომპოზ. კავშ. წევრი.
წოდებები, ჯილდოები:
ხელოვნების დამსახ. მოღვაწე. თბ. საპატიო მოქალაქე (2017). ვ. დ.-ს ვარსკვლავი გაიხსნა თბ. დიდი საკონც. დარბაზის წინ 2017. ვ. დ.-ს ვაჟიშვილია საესტრ. მომღ. რატი დურგლიშვილი.
თხზულებები:
საესტრ., საბავშვო სიმღ. (500-მდე). მიუზიკლი "თავქარიანები" (2002. დაიდგა მუს.კომედ. თეატრ. ლიბრ. და რეჟ. ზ. კახიანი). საბავშ. ოპერა-რევიუ "სათაგური" (1982. ვაჟა-ფშაველას მიხ. ლიბრ. გ. ჭიჭინაძე. რეჟ. გ. დეისაძე. გადაღებ. კ/ფ). კამერ.-ინსტრ.: საფ-ნო, სავიოლ, ფლეიტის, ქსილოფონის, არფის პიესები (2009-10).
დისკოგრაფია:
4 CDD; «Мышеловка». детская опера-ревю по мотивам одноименного рассказа Важа-Пшавела. Исполн. вокально-инструментальный анс. «Мзиури», худ. рук. Г. Джаиани. Тб.. «Мелодия», 1983;
ლიტერატურა:
წგნ ზანგურაშვილი, ვლ. (ლერი). "ქსნის ხეობის წარსული და აწმყო" (ვ.დ.-ის ბიოგრაფია), თბ., 2005; დინოშვილი, ქ. "სანამ ცოცხალი ვარ, მინდა, გამომიყენონ" (ინტერვიუ ვ. დ.-თან), ჟ. "სარკე", 2012-2013 №52 (767).
წყარო:
„ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“, რ. ქუთათელაძე, მ. ჯაფარიძე, თბ., 2015.
http://www.vajadurglishvili.ge/home_geo.html