- ინფორმაცია
თეონა კახიძე
(10.11.1969, თბილისი), მუსიკისმცოდნე-ისტორიკოსი.
განათლება:
სწავლობდა თბ. "ნიჭიერთა ათწლედსა" და თსკ არსებ. ექსპერიმენტ. სკოლაში, პედაგ. ნ. იმედაშვილი (ფ-ნო), რ. ქუთათელაძე (მუს. ლიტ.). 1991 დაამთავრა თსკ, პედაგ. ლ. დოლიძე (მუს. ისტ.). იმავე პედაგ. გაიარა ასპირანტ. კურსი. ხელოვნებათმც. კანდიდ. (1999. დისერტ. თემა: "ტრადიციული და არატრადიციული მუსიკალური ინსტიტუტების ურთიერთკავშირი თანამედროვე სოციალურ გარემოში").
საქმიანობა:
1996-2005 თსკ მეცნიერ-თანამშრომელი, პედაგ.; 2005-10 საქ. თეატრისა და კინოს სახელმ. უნივერს. პედაგ,. ასოც. პროფ.; 2010-14 ილიას სახელმწ. უნივერს. პედაგ., ასოც. პროფ., 1995-დან ჯ. კახიძის სახ. თბ. მუს.-კულტ. ცენტრის მხატვრ. პროგრამების, საგარეო ურთიერთობებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი. კომპოზ. კავშ. წევრი. დირიჟორ ჯ. კახიძის ქალიშვილი.
პუბლიკაციები:
"თანამედროვე აუდიო-მუსიკალური ინდუსტრიის განვითარების ზოგიერთი ძირითადი სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორი", თსკ შრ. კრ., 1997; "თანამედროვე ტრადიციული და ტექნიკური მუსიკალური ინსტიტუტების ურთიერთკავშირის საკითხები საქართველოს მუსიკალური ცხოვრების მაგალითზე", თსკ შრ. კრ., 2001; "მუსიკის როლი თანამედროვე რადიოში", ჟ. "ხელოვნ." 1997 №7-8-9; "მუსიკა ტელევიზიაში", ჟ. "ახალი პარადიგმები", №2, 1999 და სხვ.
წყარო:
„ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“, რ. ქუთათელაძე, მ. ჯაფარიძე, თბ., 2015.