- ინფორმაცია
მანანა ხვედელიძე
(02.08.1959, თბილისი), მუსიკისმცოდნე-ისტორიკოსი.
განათლება:
დაამთავრა: 1982 თსკ, პედაგ.: თ. გელაძე, გ. ტორაძე (მუსმც.), პარალელურად 1982 თსკ ხელოვნმც. მეორადი ფაკ. (ჟურნალისტიკა, კინომცოდნეობა), 1985 მოსკ. კონსერვატ.-ის ასპირანტურა, პედაგ.: ვ. ხოლოპოვა, ე. ცარიოვა (მუსმც.),
საქმიანობა:
1988-1996 თბ. "ნიჭიერთა ათწლედის"-ის პედაგ. (მუს. ისტ., თეორ, საგნები), 1997-2004 თანამედროვე და ჯაზის ხელოვნ. აკადემიის პედაგ. (ჯაზის სტილების ისტ.). 2010-დან თსკ ბაკალავრიატის პედაგ. (პროფეს. უმაღლესი საგანმანათლებლო კურსი ჯაზის ისტ.); 2006-დან ფესტივალ "აღდგომიდან ამაღლებამდე" დამფუძნებელი და ორგანიზატორი. 2010-დან ქართ.-ამერიკული პროექტის "NOVA SCIENCE PUBLISHERS, INC."-ის აღმასრულებელი პროდიუსერი. 2011-დან ხალხ. სიმღ. და ცეკვის სახელმწ. ანს. "რუსთავის" საერთაშ. მენეჯერი. 1992-1999 რადიო "ევრიკას" მუს. ხელმძღვ., 1995-2010 "რადიო-2"-ის ხელმძღვ., 1999-2004 საქ. "რადიო-1"-ის პროგრამების მთ. დირექტ. და გენ. დირექტ.-ის მოადგილე. ორგანიზაციების: "მესამე ასაკი", "იმიჯი-პრო", "აკაკი რამიშვილის ფონდი", "ტრადიცია და ინოვაცია" ერთ-ერთი დამფუძნებელი. სხვადასხვა პროექტებისა და კონცერტების ორგანიზატორი. მომზადებული აქვს საავტორო გადაცემები: "Jazzbreak" (1995-2010); "სახლი 100,9" - ქართ. ხალხ. შემოქმ. რადიოჟურნ. (2005-07); "მანანა ხვედელიძის ცოცხალი სტუდია" (2007-09). კომპოზ. კავშ. წევრი.
პუბლიკაციები:
სტატიები ჟურნალ-გაზეთებში, მათ შორის: "უინტონ მარსალისი", ჟ. "მუსიკა", 2013, №2; "თეთრი ფავორიტი", ჟ. "მუსიკა", 2013, № 4; "ტაში??? ტუში???", ჟ. "მუსიკა" 2014, №2.
წყარო:
"ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი", რ. ქუთათელაძე, მ. ჯაფარიძე, თბ., 2015.