- ინფორმაცია
ნანული (ნანა) კობალაძე
(03.01.1954, ქ. რუსთავი), კომპოზიტორი, პიანისტი.
განათლება:
დაამთავრა: თბ. მუს. სკოლა, პედაგ. მ. საფაროვა (ფ-ნო), 1971 თბ. მუს. სასწ., პედაგ.: ი.ა. ფიდელმან-რაზამატი (ფ-ნო), 1976 თსკ, პედაგ.: პრეფს. გ. მაჭუტაძე, ბ. ნამგალაძე (ფ-ნო), 1992 თსკ საკომპოზიტორო განყ., პედაგ.: ო. თაქთაქიშვილი, ა. შავერზაშვილი.
საქმიანობა:
1972 თბ. მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მუს. პედაგ., 1976-77 თბ. №155 საშუალო სკოლის მუს. განყ. დირექტ., ს. ცინცაძის სახ. თბ. მუს. სკ. პედაგოგ-კონცერტმაისტერი. 1980 საქ. ფილარმონიის სოლისტ-კონცერტმაისტერი. 1980-94 - საქმუსინფორმის (IAMIC) რედაქტორი. 2004-2008 მონღოლეთის ოპერისა და ბალეტის თეატრის რეპეტიტორ-კონცერტმაისტერი. 2002 დააარსა თოჯინების მუს. თეატრი. კონკ.: საქ. კომპ. კავშირის და კულტურის სამინისტროს კონკურსი, ნომინაცია "ვირტუოზული საფ-ნო პიესა" (III პრემია). გასტრ.: სომხ., პოლონ., მონღოლ., ჩეხეთი, უნგრ., რუსეთი.
თხზულებები:
სიმფ.: სიმფ. სურათი "ნოსტალგია" (პირვ. შესრ. 1997. დირიჟ. რ. ტაკიძე); კამერ. ინსტრ.: 2 სიუიტა სიმებიანებისთვის: "ინვენციები" (პირვ. შესრ. 2009), "თბილისის ჩანახატები" (პირვ. შესრ. 2003); სონატა ვიოლინოსა და ფ-ნოსათვის (3 ნაწ., 2011), ტოკატა "მარულა" ფ-ნოსთვის, სონატა ვიოლინოსათვის (2 ნაწ.). პოემა ვიოლინოსა და ფ-ნოსათვის; სონატა ფლეიტისა და ფ-ნოსთვის (2 ნაწ.), საფ-ნო პოემა "აგვისტო 2008", "პასაკალია ბიბლიურ თემაზე" (ფ-ნო), საფ-ნო პიესები: I კრ. (14 პიესა. 1910-14), II კრ. (6 პიესა. 2005), ანსამბლები ფ-ნოსთვის (2015-16). კამერ. ვოკ.: ციკლები შ. ნიშნიანიძის ლექსებზე (პირვ. შესრ. 1986. შემსრ. მ. ეგაძე), ა. კალანდაძის ლექსებზე (პირვ. შესრ. 2010. შემსრ. ა. ჩიხრაძე), აბზიანიძის ლექსებზე (2010); საგუნდო ნაწარმოებები.
ლიტერატურა:
ნ. კობალაძის ნაწარმოებები შესულია კრ.-ში "ქართველი და გერმანელი ქალი კომპოზიტორების თანამედროვე საფორტეპიანო მუსიკა. 12/12" (თანდართული CD თბ., 2014).
წყარო:
„ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“, რ. ქუთათელაძე, მ. ჯაფარიძე, თბ., 2015.