- ინფორმაცია
მანანა კორძაია
(25.05.1940, თბილისი), მუსიკისმცოდნე-ისტორიკოსი.
განათლება:
დაამთავრა: 1955 თბ. №6/7 მუს. სკ., პედაგ. თ. მელიქ-ნუბაროვა (ჩელო), 1959 თბ. II მუს. სასწ. (თეორ. განყ.), 1967 თსკ, პედაგ. თ. ხუროშვილი (მუს. ისტ.); პარალელ., 1969 თსუ (ინგლის. ენა). ი. ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი (ინგლისური).
საქმიანობა:
1965-71 წწ. საქ. ტელევიზიისა და რადიო მაუწყებლობის კომიტეტის მუს. გადაცემათა რედაქციის რედაქტორი, 1971-1986 საქ. კულტურის სამინისტროს სარედაქციო-სარეპერტუარო კოლეგიის რედაქტორი, 1986-1996 გამომცემლობა "ხელოვნება"-ს მუსიკისა და ხალხ. შემოქმედების რედაქციის გამგე, 1996-2006 საქ. პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი კულტურის საკითხებში. პარალელურად ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბ. "ნიჭიერთა ათწლედში"; მიყავდა სალექციო კურსი მუს. ისტ.-ში თსუ ხელოვნების მეორად ფაკულტეტზე, ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტში, მოღვაწეობს თსკ, სადაც დააფუძნა მიმართულება - მუს. ჟურნალისტიკის საფუძვლები. 2009-დან ილია ჭავჭავაძის (ილიაუნი) უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტზე მიჰყავს სალექციო კურსები: საზღვარგარეთის მუს. ისტორია, მუსიკა მსოფლიო ხელოვნების ჭრილში, კინოსა და თეატრის მუსიკა, ქართული მუს. ისტორია. საქ. კომპოზიტორთა კავშირის წევრი.
პუბლიკაცია:
წგნ: "მედეა ამირანაშვილი", თბ., 2009; "ქართული საგანძური" - "კინომუსიკა", თბ., 2012; ალექსი მაჭავარიანის მოგონებები "ალექსი მაჭავარიანი. შემოქმედი და დრო" (შემდგენელი და ლიტ. ვერსიის ავტორი), თბ., 2008; "Alexi Matchavariani. Creator and Time", თბ., 2013; "Der Komponist und seine Zeit", გამომცემლობა "ვოლკე", ჰამბურგი, 2015; ბუკლეტები: "ლუარსაბ იაშვილი", თბ., 1983; "თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი", თბ., 1984; "ევგენი მიქელაძე", თბ., ქუთაისი, 1988; პბლ წგნ-ში: "ნანი", თბ., 1993, ნ. ანდღულაძე. "ჰომო - კანტორ" თბ., 1997; ქართული გვერდი ფრანგულ "ლა რუსის" ქართულენოვან საყმაწვილო ენციკლოპედიაში "მუსიკა", თბ., 2005; "ლადო ათანელი", თბ., 2005; "ბიძინა კვერნაძე", თბ., 2008; "ქართული საოპერო მუსიკა" და "მუსიკა კინოსა და თეატრში", წგნ "ქართული მუსიკა", თბ., 2013; სტატიები ქსე-ში, ჟ.-ში, მათ შორის: "პიროვნება, მასა ჭეშმარიტება", თსკ შრ. კრ.; ჟ. "თეატრალური თბილისი": "ინტერვიუ ლიანა ისაკაძესთან", 1982 №3; "გულწრფელი ვოკალური დიალოგები" (მ. ქასრაშვილი, ზ. სოტკილავა), 1982 №12; ჟ. "თეატრი და ცხოვრება": "ტოსკა" ქუთაისის საოპერო თეატრში" 1976 №3; "მფრინავი ჰოლანდიელი" 1976 №6; "მთვარის მოტაცება" დიდ თეატრში", 1977 №3; "მთების გული" ქუთაისის თეატრის სცენაზე, 1977 №4; "დაუცხრომელი ძიების შედეგი" (ჩლაიძის "დარისპანის გასაჭირი"), 1977 №6; "დიდი გამარჯვება - ვერდის "ოტელო", 1980 №1; "პირველი სიყვარული", 1980 №6; "ქართველი მომღერლის სარბიელი - მაყვალა ქასრაშვილი", 1982 №6; "თბილისის საოპერო თეატრის ძიებების კვალდაკვალ", 1983 №6; "რიგოლეტო", 1985 №1; "რევაზ ლაღიძის "ლელა~ ბათუმში", 1994 №5; "კავკასიურიდან სტიქსამდე", 2008 №4 და სხვ.; "საბჭოთა ხელოვნება" ("ხელოვნება"): "ოთარ იოსელიანის ფილმების მუსიკალური ესთეტიკა", 1983 №3; "აბესალომ და ეთერის" ახალი დადგმა", 1986 №9; "ფილარმონიული ცხოვრების პრობლემები", 1988 №7; ჟ. "მუსიკა": "ეჟენ იზაის სახ. კვარტეტი თბილისში", 1999 №5; "აღდგომიდან ამაღლებამდე", 2008 №1; "ლიანას ფენომენი", 2009 №2-3; "საგუნდო მუსიკის კლასიკოსი" (სოსო კეჭაყმაძე) 2009 №2-3; "თბილისი-პარიზი-თბილისი", 2010 №1; "წლევანდელი მუსიკლაური შემოდგომა", 2010 №3; "ბატონი ანტონი" 2011 №2; "ზაქარია ხუროძე", 2011 №1(4); "ეროვნული სიმპოზიუმი", 2012 №4; "პიანისტთა მეოთხე კონკურსი", #2013 №4(18); "ვახტანგ მაჭავარიანი ახალ ამპლუაში", 2014 №3(21); «Жизнь в песне в любви», (Шота Милорава), ж. «Груз. муз.» 1990 №5; «Памяти выдающегося музыканта» (Отар Тактакишвили), ж. «Груз. муз.», №3-89; სტატია-ანოტაც. კომპოზ. კავშ. პლენუმებისათვის: ნ. გაბუნია "კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის", ი. ბობოხიზე "ოპერა-ბალეტი "ბურატინო", ი. ბობოხიძე "საგუნდო ციკლი ანა კალანდაძის ლექსებზე", რ. ალიბეგაშვილი "კონცერტი ტრომბონისა და ორკესტრისასთვის", ვ. ჭულუხაძე "5 პრელუდია ფორტეპიანოსათვის". აგრ. ათეულობით სტატია ჟ-ში: «Муз. жизнь», "ომეგა", "ცხელი შოკოლადი", "სულიერება", გაზეთებში, ძირითადად "ლიტ. საქ.-ში" და სხვ. დოკ. კ/ფ-ს "დავით ბადრიძე" (რეჟ. კ. კერესელიძე, 1989) სცენარის ავტორი.
ლიტერატურა:
Какулиа, Л., Чкониа, С. «Композиторы и музыковеды Грузии», Тб., 1984; "ა. მაჭავარიანი - კომპოზიტორი და დრო" ჟ. "მუსიკა" 2016 №1; ქუთათელაძე, რ. "ორი ისტორიული ფაქტი", ჟ. "მუსიკა" 2017 №1(30).
წყარო:
„ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“, რ. ქუთათელაძე, მ. ჯაფარიძე, თბ., 2015.