- ინფორმაცია
ლოლაშვილი ენრი
(30.03.1947, თბილისი), კომპოზიტორი
განათლება:
დაამთავრა: 1964 - თბ. "ნიჭიერთა ათწლედი" (საფორტეპიანო); 1969 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ფილოლოგიური); 1985 - ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, პედაგ. ა. მაჭავარიანი (საკომპოზიციო).
საქმიანობა:
1978–1991 - ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საფრანგეთში; 2000-2018 ცხოვრობდა და მოღვაწეობს მოსკოვში; ძირითადად მუშაობს ჯაზის და კინომუსიკის სფეროში.
თხზულებები:
მუსიკა კინოფილმებისთვის: "ჭიდაობას რა უნდა" (1986, რეჟისორი მ. ჭიაურელი); "რობინზონიადა, ანუ ჩემი ინგლისელი ბაბუა" (1987, რეჟისორი ნ. ჯორჯაძე, ჯილდო "ოქროს კამერა", კანის ფესტივალი); "Нежный возраст" (2000, რეჟისორი ს. სოლოვიოვი); სერიალი "კარამაზოვები"(2009, რეჟისორი ი. მოროზოვი).
ჯილდოები:
ჯილდო "ოქროს კამერა" კ/ფ-სთვის "რობინზონიადა, ანუ ჩემი ინგლისელი ბაბუა", 1987.
წყარო:
„ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“, რ. ქუთათელაძე, მ. ჯაფარიძე, თბ., 2015.