- ინფორმაცია
ნატალია (ნატო) მოისწრაფიშვილი
(29.11.1940, თბილისი - 22.03.2021, თბილისი),
მუსიკისმცოდნე-ისტორიკოსი.
განათლება:
დაამთავრა: 1961 თბ. "ნიჭიერთა ათწლედი" საფ-ნო განყ., 1966 თსკ, პედაგ. ლ. დონაძე (მუს. ისტ.).
საქმიანობა:
1966-1967 ფოთის მუს. სასწ. პედაგ. (თეორ. საგნები). 1967-1969 საქ. რადიოს მუს. გადაცემათა უფროსი რედაქტ., 1969-1975 გამომც. "ხელოვნება-ს მუს. განყ. რედაქტ., 1977-1996 საქ. კომპოზ. კავშირის გამგეობის პასუხისმგებელი მდივანი. 1991-1996 გაზეთ „მუსიკის" რედაქტორი. 1996-2005 საქ. კაპელის დირექტორი. 2005-2011 ე. მიქელაძის სახ. საშემსრულებლო ხელოვნების ეროვნული ცენტრის რედაქტორი. 1991-1996 გაზ. "მუსიკის" ერთ-ერთი დამაარსებელთაგანი და მთ. რედაქტ. მოადგილე. კომპოზ. კავშ. წევრი.
პუბლიკაციები:
წგნ :"შალვა მშველიძე", თბ., 1975; "ქართველი კომპოზიტორები ლენინს", თბ., 1977 (ქართ., გერმან. ენებზე); კრ. "გივი ორჯონიკიძე, ნარკვევები, სტატიები, მოგონებები", თბ., 1999; "ავქსენტი მეგრელიძე", თბ., 2008; საგაზ., საჟურნ. ("საბჭ. ხელ.", "მუს. საქ.", "უსიკა", «СМ») წერილ., მათ შორის: "საიუბილეო სიმფონია", გაზ. "კომუნ." 1968.11.06; "კონცერტები და პრესა" ჟ. "საბჭ. ხელ." 1974. №10; სტატიები «Муз. энциклоп. словарь», М., 1982.
ლიტერატურა:
Какулиа, Л., Чкониа, С. «Композиторы и музыковеды Грузии», Тб., 1984; ტორაძე, გ. "წიგნიც ამას ჰქვია!" ჟ. "მუს. საქ." 2008. №3; ქუთათელაძე, რ. "ახალ მცენარეთა აღმოსაცენებლად", ჟ. "მუსიკა" 2010 №2.
წყარო:
„ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“, რ. ქუთათელაძე, მ. ჯაფარიძე, თბ., 2015.