- ინფორმაცია
ზურაბ მჟავია
(18.02.1950, სოფ. კონჭკათი, ოზურგეთის რ-ნი), კომპოზიტორი.
განათლება:
დაამთავრა: სოხუმის მუს. სკოლა, სოხუმის მუს. სასწ., 1975 თსკ, პედაგ. ა. მაჭავარიანი (კომპოზ.).
საქმიანობა:
ძირითადად მოღვაწ. სასიმღერო ჟანრში. ფართო საზოგადოებამ ზ. მ. გაიცნო სიმღერით "დეკემბერი, დეკემბერი", რომელიც მისი სავიზიტო სიმღერა გახდა, 1982 "წლის საუკეთესო სიმღერად" აღიარეს. ასევე ჰიტად იქცა სიმღერა "ქართველების ერთად ყოფნა, დამილოცე ღმერთო", რომლითაც მომღერალმა ა. ნიჟარაძემ პირველი ადგილი და გრან-პრი მოიპოვა საქ.-ში, პრაღისა და ტალინის საერთაშ. კონკურსებზე. ზ. მ.-ს სიმღერები ქართ. ესტრადის წამყვ. სოლისტების რეპერტუარშია: ნ. ბრეგვაძე, თ. წიკლაური, ნ. აბესაძე, მ.სეფაშვილი, თ. თათარაშვილი, თ. ჭოხონელიძე, თ. გვერდწითელი, ზ. კობეშავიძე და სხვ. ცნობილმა ინგლისელმა მომღერალმა, ტონი ომეილმა სიმღერა "ქართველების ერთად ყოფნა, დამილოცე ღმერთო" თავის რეპერტუარში შეიტანა და ქართულად მღერის. საქ. თეატრ. კავშირის და კომპოზ. კავშ. წევრი.
თხზულებები:
სიმფონია "დიოსკურია" (პირვ. შესრ. 1980.29.11.). სიმღერები, მათ შორის: "ხმალი ავლესოთ ქართველებო", „ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო", "ვაზის სიმფონია", "აღმაშენებელი თბილისს მობრძანდება", "ქართველების ერთად ყოფნა დამილოცე ღმერთო", "ნუ მწერ", "თბილისი იყო ურთიერთობა კეთილშობილთა ყრმათა", "რა ცოტა წყალი ჰყოფნით იებს სიცოცხლისათვის", "თქვენ ყველაფერი გშვენით", "ჰიმნი ახალ სიცოცხლეს", "დეკემბერი, დეკემბერი", "სვეტიცხოველი" (ლექსი გ. ლეონიძე) და სხვ. მათ შორის არაერთი წლის საუკეთესო სიმღერად იქნა აღიარებული. მუს. კ/ფ. და დრამ. თეატრისთვის.
დისკოგრ.:
CD (სიმრერები), თბ., 2000.
წყარო:
„ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“, რ. ქუთათელაძე, მ. ჯაფარიძე, თბ., 2015.