- ინფორმაცია
გიორგი შავერზაშვილი
(04.081950, თბილისი), კომპოზიტორი, პიანისტი.
განათლება:
დაამთავრა: 1968 - თბილისის „ნიჭიერთა ათწლედი", (ფ-ნო. პედ. ე.ჩერნიავსკაია); 1973 - თბ. სახ. კონსერვატორია, საფ-ნო ფაკ. (პროფ. გ.ქავთარაძე); 1975 - თბ. სახ. კონსერვატორიის ასპირანტურა, საფ-ნო ფაკ. (პროფ. გ.ქავთარაძე); 1976-77 - მოსკოვის სახ. კონსერვატორიის სტაჟირება, (ფ-ნო, პროფ. ბ.ზემლიანსკი); 1984 - თბ. სახ. კონსერვატორიის, საკომპ. ფაკ, (პროფ. ს.ნასიძის).
საქმიანობა:
1975-დან „ნიჭიერთა ათწლედის" ფორტეპიანოს, შემდეგ, კომპოზიციის პედაგოგი;
1990-დან თბ. სახელმწიფო კონსერვატორიის საკომპოზიციო მიმართულების მასწავლებელი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, ასოცირებული პროფესორი, პროფესორი (კომპოზიცია, საკრავთმცოდნეობა, სიმფონიური პარტიტურის კითხვა, პოლიფონია, კომპოზიციის საფუძვლები, საორკესტრო სტილების ისტორია); საკომპოზიციო და საშემსრულებლო კონკურსების ჟიურის წევრი; 1986-დან საქ. კომპოზიტორთა კავშირის წევრი; 1990-1992 საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის მდივანი და საკოორდინაციო საბჭოს წევრი; 1996-2017 გამგეობის წევრი და მიმღები კომისიის თავმჯდომარე; 2017-დან საქ. კომპ. კავშირის თავმჯდომარე.
ჯილდოები, პრემიები:
ამიერკავკასიის მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსის ლაურეატი (ბაქო, 1972); ახალგაზრდა კომპოზიტორების საკავშიკო კონკურსის ლაურეატი საფორტეპიანო კონცერტისთვის N1 (მოსკოვი, 1985); საქ. კომპ. კავშირის პრემია "წლის საუკეთესო კომპოზიტორი" საფორტეპიანო ტრიოსთვის N1 (2004); საქ. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კონკურსების ლაურეატი ნაწარმოებებისთვის: სიმებიანი კვარტეტი №2 (2010), რომანსი „საყურე"დაბალი ხმისა და ფორტეპიანოსთვის (2010), "პასტორალი" ფლეიტის, ვიოლინოს, ჩელოსა და ორი გიტარისთვის (2012), "ნოველეტი" კლარნეტისა და გიტარისთვის (2012), საფორტეპიანო ტოკატა (2014), საფორტეპიანო კონცერტი N3 (2015).
თხზულებები:
საორკესტრო ნაწარმოებები: “ელეგია” (1990); მესა შერეული გუნდისა და ორკესტრისთვის (1999); სიმფონია (2010); პოემა სიმებიანი ორკესტრისთვის (2015); ფანტაზია ფორტეპიანოს, ვიოლინოს, ჩელოსა და ორკესტრისთვის (2015); „ბალადა თამარ მეფეზე“ დაბალი ხმისა და სიმებიანი ორკ-თვის, ო. ჭელიძის ლექსზე (2016);
ინსტრუმ. კონცერტები: 4 საფორტეპიანო კონცერტი (№1, 1984; №2, 1992; №3, 2015; №4, 2020); 2 სავიოლინო კონცერტი (№1, 1991; №2, 1993);
კამერულ-ინსტრ. ნაწარმოებები: საფორტეპიანო კვინტეტი (1986); 2 სიმებიანი კვარტეტი (№1, 1989; №2, 2012; №3, 2013); 2 საფორტეპიანო ტრიო (№1, 2004; №2, 2013); სონატა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსთვის (1983); სონატა სოლო ვიოლინოსთვის (2012);ორი პიესა სოლო ალტისთვის (1980); ტრიო ფლეიტის, კლარნეტისა და ფორტეპიანოსთვის (1993); „განწყობილებანი“ ფლეიტისა და ფორტეპიანოსთვის (1998); „პასაკალია“ რვა ჩელოსთვის (2003); “პასტორალი“ ფლეიტის, ვიოლინოს, ჩელოსა და ორი გიტარისთვის (2012); “ნოველეტი“ კლარნეტისა და გიტარისთვის (2012); „ჯაზ-ხორუმი“ ვიოლინოსა და ფორტეპიანოსთვის (2015) და სხვა;
საგუნდო ნაწარმოებები: სამი საგუნდო ნაწარმოები შერეული გუნდისთვის a cappella, ვაჟა-ფშაველას ლექსებზე (1984); „გალობანი გიორგისნი“ სამი გუნდი ქალთა გუნდისთვის a cappella (2011);
საფორტეპიანო ნაწარმოებები: თემა ვარიაციებით (1981); 6 საფ-ნო სონატა (№1, 1987; №2, 1990; №3, 1995; №4, 1999; №5, 2000; №6, 2001); 2 საფ-ნო სუიტა №1, 1995; №2, 2005); „ალილო“, საფ-ნო ფანტაზია (1995); პოემა-ნოქტიურნი (2000); ტოკატა (2014); 20-მდე საფორტეპიანო პიესა.
ვოკალური ნაწარმოებები: ვოკალური ციკლი ხალხურ ლექსებზე დაბალი ხმისა და ფორტეპიანოსთვის (1982); ვოკალური ციკლი „ციურნი ხმები“ მაღალი ხმისა და ფორტეპიანოსთვის, ი.ჭავჭავაძის ლექსებზე (1993); რომანსი „სიზმრად ნახული“ მაღალი ხმისა და ფორტეპიანოსთვის, ლ.ასათიანის ლექსზე (1997); რომანსი „საყურე“ დაბალი ხმისა და ფორტეპიანოსთვის, ნ.ბარათაშვილის ლექსზე (2010) და სხვა; მუსიკა დრამატული სპექტაკლებისთვის.
საშემსრულებლო რეპერტუარი:
ქართველ კომპოზიტორთა საფორტეპიანო და საანსამბლო ნაწარმოებები; ქართველ კომპოზიტორთა, მათ შორის, ი. ტუსკიას, ნ. გუდიაშვილის, რ. ლაღიძის, რ. გაბიჩვაძის, შ. მილორავას, ა. შავერზაშვილის, გ. ცაბაძის, ო. თაქთაქიშვილის, მ. დავითაშვილის, ვ. აზარაშვილის, ნუნუ გაბუნიას, ჯ. ჯანდიერის და სხვათა თემებზე შექმნილი საფორტეპიანო ფანტაზიები; თანამედროვე ქართველ კომპოზიტორთა, მათ შიროს, რ. ჩირინაშვილის, ვ. ჭულუხაძის, ა. შავერზაშვილის, გ. ცინცაძის, ი. ბარდანაშვილის, გ. ჩლაიძის, ზ. ნადარეიშვილის, ე. ლომდარიძის, გ. გაჩეჩილაძის, დ. ჯანდიერის, თ. ვაშაკიძის და სხვათა ნაწარმოებების პირველი შესრულება; კომპოზიციები საკუთარი და ჯაზ-სტანდარტების თემებზე.
პუბლიკაციები:
სამეცნიერო ნაშ.: სახელმძღვანელოები „საორკესტრო სტილების ისტორია" და „ლექციები საკრავთმცოდნეობაში"; რეცენზიები სამეცნიერო ნაშრომებზე; სტატიები ჟურნალ „მუსიკა“-ში.
ლიტერატურა:
რეცენზიები და სტატიები ჟურნალ „მუსიკა“-ში.