ქართული | English

შენობა
ზაქარია ფალიაშვილი
ნ. გაბუნია, ს. ნასიძე, ვ. აზარაშვილი, დ. თორაძე, პ. ხუჭუა
სარკეებიანი დარბაზი
ბაგრატიონ-დავითაშვილი ლევან
ბაგრატიონ-დავითაშვილი ლევან
დაიბადა : 25.04.1973
კატეგორია : კომპოზიტორები
  • ინფორმაცია

ლევან ბაგრატიონ-დავითაშვილი
(25.04.1973, თბილისი), კომპოზიტორი.
 
განათლება:
1990-1996 - სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, პროფ ნ.მამისაშვილი (კომპოზიცია);
1997-2000 - საარლანდის მუსიკალური და თეატრალური უმაღლესი სკოლის მიწვეული სტუდენტი- მაგისტრანტი პროფ. ტეო ბრანდმიულერის კლასში.
2010-2013 - ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. საკომპოზიციო-თეორიული  დოქტურანტურა.
სამეცნიერო ხარისხი: სამუსიკო ხელოვნების დოქტორი (სპეციალიზაცია კომპოზიცია).  საკვალიფიკაციო თემა: „დასარტყამი ინსტრუმენტების გამომსახველობითი ხერხები და ფუნქციები ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებში მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდან დღემდე“.
 
საქმიანობა:                          
2000-2002 - ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკალური თეატრის მთავარი დირიჟორის ასისტენტი;
2006 - კლუბი „ქალაქურის“ ექსკლუზიური შოუ-პროგრამის (STEP IN THE FUTURE) კომპოზიტორი და მუსიკალური ხელმძღვანელი;
2007-დან თანამშრომლობა უცხოელ პროდიუსერებთან კინო ფილმების, კომპიუტერული თამაშებისა და სხვადასხვა ინსტრუმენტული ნაწარმოებების შექმნის, არანჟირებისა და გაორკესტრების მიზნით;
2014-დან  თანამედროვე ამერიკელი კომპოზიტორების ნაწარმოებების, კინოფილმების საუნდტრეკების, სხვადასხვა ინსტრუმენტების ხმოვანების (სემპლების)  და კომპიუტერული თამაშების ჩაწერების პროექტის  („BRAVO RECORD“-ში, „კინოსტუდია ქართული ფილმის“ სტუდიებში) მუსიკალური ხელმძღვანელი, დირიჟორი;
2014-დან „ ქართული სასწავლებელი“- თბილისის სამეცნიერო ცენტრის მუსიკის სასწავლო პროგრამის ავტორი და მასწავლებელი;
2015- დან დღემდე მოწვეული ლექტორი თბილისისვ. სარაჯიშვილის სახ. კონსერვატორიაში;
2016-დან მოწვეული ლექტორი საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში;
2017-დან საერთაშორისო გერმანული სკოლის მუსიკის მასწავლებელი;
2017-დან ბრიტანულ-ქართული აკადემიის მუსიკის მასწავლებელი;
2015-დან საორკესტრო  ჩაწერებზე, გაორკესტრებებზე და საუნდ ტრეკებზე მუშაობა სტუდიებში:
· Roba Music - “Emotional Drama 2” (Album) - დირიჟორი
· Brand X Music - “Arthouse Cinema Vol. 1” (Album) - დირიჟორი
· Capcom - Dead Rising 4 (Video Game) - დირიჟორი
· “Pixel Privateers” (Video Game) - დირიჟორი
· 8Dio - Symphonic Shadows (Sample Library) - დირიჟორი
· 8Dio - Contemporary Aleatoric String Effects - დირიჟორი
· Fatal Error (Soundtrack) - დირიჟორი
· macProPideo.com (Educational Course) “Orchestral Composition” - დირიჟორი.
მონაწილეობა სამეცნიერო კონფერენციებში:
2017 - ვილნიუსში (ლიტვა) საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლა თემით: „ქართული კინო-მუსიკის საბაზისო საკითხები კინოსა და დრამის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის“;
2018 - ლოს-ანჟელესში (აშშ) საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლა თემით „ნარატივისა და მუსიკის ურთიერთკავშირი დოკუმენტურ ქართულ კინოში“.
საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის საბჭოს წევრი.
 
თხზულებები:
საორკესტრო: 
პოემა  „აჩრდილი“  ი. ჭავჭავაზის  მიხედვით  სიმებიანი ორკესტრისთვის, 1996; 
ორი პიესა  სიმებიანი ორკესტრისათვის, 1997;  
„ხილვები“ ორმაგი  სიმფონიური  ორკესტრისთვის, 2010;
„მირაჟი“  კამერული ორკესტრისათვის( სიმებიანებისთვის, ხის და ლითონის ჩასაბერი საკრავებისა და დასარტყამი ინსტრუმენტებისათვის), 2013;
„დიპტიქი N 6” ორმაგი სიმფონიური ორკესტრისთვის და ოთხი სინტეზატორისთვის, 2013;
„ხილვები“ სიმებიანი ორკესტრისთვის და დასარტყამებისთვის 2015. 
კამერულ-ინსტრუმენტული ნაწარმოებები:
„გახსენება“  სიმებიანი  კვარტეტისთვის, 1998;  
საფორტეპიანო ვარიაციები, 1995;
„იმპროვიზაცია“ფორტეპიანოსთვის, 2000; 
„ტრიფტიქი“  ტრიოსთვის   ფორტეპიანო,   ვიოლინო და ვიოლონჩელო, 2006; 
მუსიკალური შოუ  ელექტრონული ჩანაწერისთვის, ვიოლინოსა და ფლეიტისთვის, 2010;
„დიპტიქი“ ფორტეპიანო, საყვირი, და დასარტყამი ინსტრუმენტებისთვის (ვიბროფონი და ტიმპანები), 2011;               
„სამი ფანტაზია“ არფის, ვიოლონჩელოს, საყვირისა და ელექტრონული დასარტყამებისათვის, 2011;  
„იმპროვიზაცია“ სოლო ჰობოისთვის, 2012;
„ხატოვნება“ ფორტეპიანოსა და დასარტყამი ინსტრუმენტებისათვის  (ტიმპანი, ვიბროფონი, მარიმბა,   დაკიდული   ზარები  და  ელექტრონული დასარტყამები), 2012;
„მონოლოგი“ ვიოლონჩელოსათვის, 2014;
საგუნდო: „კონტრასტები“  ქალთა  გუნდისა  და ელექტრონული ხმებისთვის, 2011; 
მუსიკა კინოფილმისთვის „მოგონებები ამსტერდამში“ (ჰოლანდია), 2000.
 
პუბლიკაციები:
საერთაშორისო კონფერენციებზე წარდგენილი სამეცნიერო თემები:
„ქართული კინო-მუსიკის საბაზისო საკითხები კინოსა და დრამის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის“ („Basicof Georgian Film Music for  Studentsof Theater and Film University“) - ვილნიუსის (ლიტვა) საერთაშორისო კომფერენცია, 2017;
„ნარატივისა და მუსიკის ურთიერთკავშირი დოკუმენტურ ქართულ კინოში“ („The Relation Between Narrative and Music in Georgian Documentary Films /created in the past 50 years/), ლოს-ანჟელესის (აშშ) საერთაშორისო კომპერენცია, 2018 ;
სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით მეცნიერული სტატიები მუსიკალურ ჟურნალებში.

უკან

2024 ნოებმერი
  • ორშ
  • შამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
> <
Designed by SPAR.GE | ©2024 All rights resaved