- ინფორმაცია
მანანა ალფაიძე
(1957.04.03. ქ.თბილისი), კომპოზიტორი.
განათლება:
დაამთავრა: ქ. რუსთავის №1 სამუსიკო სკოლა საფორტეპიანო განყოფილება (1974); რუსთავის სამუსო სასწავლებელი თეორიული განყოფილება (1978); ქ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საკომპოზიტორო ფაკულტეტი, კომპოზიტორების: დავით თორაძის, ალექსი მაჭავარიანის კლასი (1985).
საქმიანობა:
რუსთავის №1 სამუსიკო სკოლა (1978-85); ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის მუსიკალური რედაქტორი (1994); რუსთავის სამუსიკო სასწავლებელი თეორიული საგნების პედაგოგი (1986-2006); ქ. თბილისის ა. მიზანდარის სახ. I ხელოვნების სკოლის პედაგოგი (2013-დან); დააფუძნა მულტიეთნიკური ხელოვნების ფესტივალი „ერთი ცის ქვეშ -კულტურათა დიალოგი“ (2008-დღემდე). საერთაშორისო ფესტივალებზე შესრულებული კამერულ-ინსტრუმენტული ნაწარმოებები: სომხეთი, ერევანი - ამიერკავკასიის სტუდენტ კომპოზიტორთა ფესტივალი (1983); პოლონეთი, ვარშავა, ბიდგოში - ხელოვნების საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალი (1989,1990); გერმანია, ბალვე - ახაგაზრდა მუსიკოს შემსრულებელთა საერთაშორისო ფესტივალი (1994); თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციების: UNAG, ECMI, UNHCR, CIDA, Open House Art-ის და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან როგორც ეთნიკური მუსიკალური პროექტების ხელმძღვანელი საქართველოში (2010-დან); გამართა: ქართველი კომპოზიტორების: მ. დავითაშვილის, ვ. აზარაშვილის, თ. ვაშაკიძის შემოქმედებითი საღამოები თბილისსა და რუსთავში; 14 რეგიონალური კონცერტების ციკლი - „შეხვედრა ქართველ კომპოზიტორებთან“ და სხვ.; არის კომპოზიტორთა კავშირის წევრი (1994); გამგეობის წევრი და საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის საქართველოს რეგიონებთან ურთიერთობის კოორდინატორი (2017-დან).
ჯილდოები:
საქართველოში ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის UNAG, USAID და საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მანანა ალფაიძეს მიენიჭა “ტოლერანტობის ქომაგის” წოდება (2017).
თხზულებები:
ტრიპტიქი ტენორისა და სიმფონიური ორკესტრისათვის „მთის ჩანამღერები“, შემსრულებული საქტელერადიოს სიმფონიური ორკესტრი (1986); ბალადა ალტის ხმისა და ფორტეპიანოსათვის (1987); 9 საგუნდო სიმღერა (1991-93); საგუნდო „სიმღერა რუსთავზე“ და“სამშობლო“ პირველი შემსრულებელი ნ. სულხანიშვილის სახ. სახელმწიფო კაპელა (1993); მუსიკა საბავშვო სპექტაკლისათვის „ვარსკვლავიანი ცის ქვეშ ნანახი სიზმარი“ (რუსთავის საბავშვო სახელმწიფო თეატრი, 1996); პიესების ციკლი სასულე საკრავების -კლარნეტის, ჰობოის, ფლეიტის, პიკოლო ფლეიტის, ფაგოტის, ვალტორნისათვის კლავესინისა და ფორტეპიანოს თანხლებით, „ჩონგურული“- ხალხური საკრავიერი ამსამბლისათვის (1994-2000); საბავშვო მიუზუიკლი „თამუნია მხატვარი“ (რუსთავი, საბავშვო სტუდია „დიდობანა“ 2001) საბავშვო საფორტეპიანო პიესების კრებული (2015); საბავშვო სიმღერების კრებული (2017); პიესები და მინიატურები ვიოლინოსათვის და ინსტრუმენტული ტრიოსათვის (2017-19).
დისკოგრაფია:
„სიმღერა რუსთავზე“ თბილისი, „მელოდია“ (1993), სიმღერა „სამშობლო“ (1994).
ლიტერატურა:
მ. ნაცვალაძე, „შეხვედრა რუსთაველ კომპოზიტორებთან“, გაზეთი „რეზონანსი“ 03.05.2012; ფ. დარახველიძე, „დღესასწაული შედგა“ ჟურნალი „მუსიკა“ 2012, №2; მ. ჯაფარიძე, „ერთი ცის ქვეშ“. ჟურნალი“მუსიკა“ 2015 №2. და მრავალი პუბლიკაცია, წერილები, სტატიები ჟურნალებსა და გაზეთებში.
წყარო:
„ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“, რ. ქუთათელაძე, მ. ჯაფარიძე, თბ., 2015.