- ინფორმაცია
- ოპერა
- ბალეტი
- ვოკალურ-სიმფონიური მუსიკა
- სიმფონიური მუსიკა
ვაჟა აზარაშვილი
(1936.13.07. თბილისი), კომპოზიტორი.
განათლება:
1961 წ. დაამთავრა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია, პედაგოგი კომპოზიტორი, პროფესორი იონა ტუსკია (კომპოზიცია), 1964 ამავე კონსერვატორიის ასპირანტურა, პედაგოგი კომპოზიტორი, პროფესორი ანდრია ბალანჩივაძე. (კომპოზიცია).
საქმიანობა:
1961 წლიდან იყო თბილისის მე-4 მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი (თეორიული საგნები). 1971-2007 თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი (ინსტრუმენტობა), პროფესორი (1992). საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის წევრი. საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის წევრი. საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე (1997-2008). საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე (1997-2008).
წოდებები, ჯილდოები: ლენინური კომკავშირის (1974), საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე(1979), "ხუთწლედის მატიანე" (1982), საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1988). ღირსების ორდენი (1996), ი. გოგებაშვილის (1998), ზ. ფალიაშვილის (2003) პრემიების ლაურეატი, სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო კონკურსის პრემიის ლაურეატი (2003); საქართველოს სახელმწიფო (2003), რუსთაველის (2013) პრემიების ლაურეატი, მედალი "საქართველოს კულტურის ამაგდარი" (2009). ბორჯომის (1996), თბილისის (1999), ხობის (2001), იყალთოს (2001), ახალციხის (2013), საპატიო მოქალაქე. ხელოვნების ქურუმი (2017), თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან გაიხსნა ვაჟა აზარაშვილის ვარსკვლავი (2011).
თხზულებები:
ბალეტი: "ხევისბერი" (1980. ლიბრეტო ბ. მონავარდისაშვილი, პრემიერა ქუთაისი 1982. 22.05.); ოპერეტები, მუსიკალური კომედიები: "მეცხრე ტალღა" (1969. 2 მოქმ., ლიბრ. მ. გოგიაშვილი. პრემიერა 1969. 09.04.). "შვიდნი ძმანი გურჯანელნი" (1972. ლიბრ. მ. თარხნიშვილი. პრემიერა 1973.17.11.). "ბიჭუნა" (1975. ლიბრ. მ. ფოცხიშვილის, ფ. მარსოს მიხ. 2 მოქმედება. პრემიერა 1975.04.02.). "ცეკვის მასწავლებელი" (1980. ლიბრეტო ლ. ჭუბაბრია, ლოპე დე ვეგას მიხედვით. პრემიერა 1982.11.06.). "სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი" (1982. ლიბრეტო მ. თარხნიშვილი, ლ. არდაზიანის რომანის მიხედვით. პრემიერა 1983.04.01.). "კახელები ბამზე" (1985. პრემიერა 1985.25.12.). მიუზიკლი: "მეჩექმე გაბო" (1995. პრემიერა 1995.07.07.). სიმფონიები: №1 (1966. 3 ნაწ. პირველი შესრულება 1969.21.12.), №2 (1986). №3 (2011, 4 ნაწ. პირველი შესრულება 2017.11.02. დირიჟორი დ. მუქერია). კამერული სიმფონია (2006. პირველი შესრულება ავსტრიაში, ვენა. 2006 ოქტომბერი). "საზეიმო უვერტიურა" (1967). საორკესტრო ნაწარმოებები: "ნოქტიურნი" (1987), "ელეგია" (1989). "ნოსტალგია" (1992). "ვალსი და კან-კანი" (1996). ჩელოს ანსამბლისთვის "ფანტაზია ძვ. თბილისის თემებზე" (2002. პირველი შესრულება რუსეთი, სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო კონკურსი 2002). ინსტრუმენტული კონერტი.: კონცერტინო ხის ჩასაბერი კვარტეტის, დასარტყამის და სიმებიანებისათვის (1963). 3 სავიოლინო (1967, 1972, 2001), ფლეიტის (1968), სავიოლონჩელო (1969. ერთ ნაწილად. პირველი შესრულება 1970), ალტის (1973. პირველი შესრულება 1974.18.12.). საყვირის (1978. პირველი შესრულება 1978.27.04.). საფორტეპიანო (1988, პირველი შესრულება 2002), კონცერტინო ფ-ნოსა და ორკესტრისათვის (1988. პირველი შესრულება 1988.15.12. სოლისტი ნ. კერესელიძე, საქტელერადიო ორკესტრი, დირიჟორი ა. მამაცაშვილი), "რეტრო" ფ-ნოს და ორკესტრისათვის (1996). "მოგონება", მიძღვნა რახმანინოვისადმი ვიოლინოსა და ორკესტრისათვის (1996). "სენტიმენტალური ტანგო" ვიოლინოსა და ორკესტრისათვის (2001). კონცერტი დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის (2005). ვოკალურ-სიმფონიური: ვოკალურ-სიმფონიური პოემა "ცხოვრების ფურცლები" (1961). "ბალადა შინმოუსვლელ გმირზე" (1970). "საქართველოვ, გამარჯვება შენ!" (1983). ვოკალური ციკლი "პოეტის აღსარება" ბარიტონისა და სიმფონიური ორკესტრისათვის (პირველი შესრულება 1995.07.04.). კამერული ანსამბლები: საფ-ნო კვინტეტი (2007). საფ-ნო ტრიო (1959), სიმებიანი კვარტეტი №1 (პირველი შესრულება 1988.17.12.). საკვარტ. პიესები "ძველი თბილისის სურათები" (1980. პირველი შესრულება 1981.21.03.). კვინტეტი სასულე საკრავებისათვის (1978. პირველი შესრულება 1980). კვარტეტი ხის ჩასაბერი საკრავებისათვის (2015. პირველი შესრულება 2016.15.11). საფ-ნო კვინტეტი (2015. პირველი შესრულება 2016.15.11). სოლო კამერულ-ინსტრუმენტული, მათ შორის: 3 სონატა ვიოლინოსა და ფ-ნოსთვის (1961). 2 ვიოლონჩელოსა და ფ-ნოსთვის (1961). საფორტეპიანო "სტუმრად ცხოველებთან" (1974). სონატა 2 ვიოლინოსა და ფ-ნოსთვის (1975. პირველი შესრულება 1978. 27.04.). სონატა კლარნეტისა და ფ-ნოსთვის (1976). სონატა ფ-ნოსთვის 4 ხელში (2007. პირვ. შესრ. 2008). სონატინა ფ-ნოსთვის (1979. პირველი შესრულება 1979.23.10.). დუეტი ორი ვიოლინოსთვის, სონატა სოლო ვიოლინოსათვის (ორივესპირველი შესრულება 1995.03.05.). სონატა 2 ალტისათვის (1979). 5 პიესა ფ-ნოსთვის (პირველი შესრულება 1976.19.04.). სონატა ფლეიტისა და ფ-ნოსთვის (2007). საფ-ნო სიუიტები 4 ხელისთვის "ორი ბატონის მსახური" (2002. პირველი შესრულება 2003), "ცირკში" (2003. პირველი შესრულება 2005). სოლო ალტისთვის "ძველი თბილისი" (2015. პირველი შესრულება 2016.15.11. სოლისტი გ. ცაგარელი); საფ-ნო სიუიტა "ძველი თბილისის ჩანახატები" (2016. პირველი შესრულება 2016.15.11. სოლისტი თ. ლიჩელი). პიესები 2 ფ-ნოსთვის (2016. პირვ. შესრ. 2016.15.11. ქ. და რ. მეირაბოვები) და სხვ. ვოკ. ციკლ.: ბანისათვის და ფ-ნოს თანხლებით შ. ნიშნიანიძის ლექსებზე (1976. პირველი შესრულება 1976.19.04.). "თეატრალური ნიღბები" ტენორისა და ფ-ნოს თანხლებით ი. გრიშაშვილის ლექსებზე (7 ნაწ. პირველი შესრულება 1980.04.03.). "პოეტის აღსარება" მ. ფოცხიშვილის ლექსბზე (პირველი შესრულება 2000). სამი რომანსი ფ. ტიუტჩევის ლექსებზე, "აღმოსავლური სტროფები" ხმის, ვიოლონჩელოს და ფ-ნოსთვის ნიზამი განჯელის მიხედვით (პირველი შესრულება 2001), ვოკალური ციკლი მაღალი ხმის, ვიოლინოს, ვიოლონჩელოს და ფ-ნოსთვის ა. კალანდაძის ლექსებზე (2001). "შენ რომ არ მყავდე" ბანისა და ფ-ნოსთვის მ. დანგაძის ლექსებზე (პირველი შესრულება 2007). ვოკალური ციკლი ტენორის, ვიოლინოსა, და ფ-ნოსთვის ტ. ჭანტურიას ლექსებზე (პირველი შესრულება 2014). რომანსები: ნ. ბარათაშვილის, ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, ი. გრიშაშვილის, შ. პეტეფის და სხვ. ლექსებზე. საესტრადო სიმღერები (300-ზე მეტი): მათ შორის: "დინამო, დინამო", "მზე ჩემი მეგობარია", "ხევსურული ბალადა", "მუსიკა", "სიმღერაა მთელი ჩემი ქონება", "ისევ წვიმს", "დღეები მიდიან", "თოლია", "პატარა გოგო", "დრო სათაყვანო", "ძმაო, გაშალე მარჯვენა", "მაშ, გამარჯვება", "დამშრალ ნაკადულს", "მე და ჩემი სიმღერა", "მოლოდინი", "ბალადა სიყვარულისა", "დაკარგული სიყვარული", "ჩემო თბილისო", "მასწავლე", "მედეა", "ქსოვრელები მღერიან" და სხვ. მუსიკა მხატვრული ფილმებისათვის: "მზე შემოდგომისა" (1973. რეჟისორი თ. ფალავანდიშვილი), "ხანუმა" (1926. რეჟისორი ა. წუწუნავა. აღდგენილი 1985), "ტარიელ მკლავაძის მკვლელობის საქმე" (1935. რეჟისორი ი. პერესტიანი. აღდგენილი 1987). დოკუმენტური ფილმებისათვის: "გაუმარჯოს ქართულ ფეხბურთს!" (1987. რეჟისორი ა. ჟღენტი). ტელე/ფილმებისათვის: "მე თვითონ" (1965. რეჟისორი ს. ევლახიშვილი). მუსიკა დრამატული სპექტაკლებისათვის (40-ზე მეტი).
დისკოგრაფია:
საესტრადო სიმღერების 3 ფირფიტა გიგანტი. «Мелодия» 1982, 1985, 1988; Соната для кларнета и ф-но; Р. Джибладзе (кларнет), Н. Квирквелия, (фортепиано). М., «Мелодия». 33ჩ10-10811-12; Соната для кларнета и ф-но; А. Федотов (кларнет), Г. Федоренко (ф-но). М., «Мелодия», 1984; კონცერტი ვიოლონჩელოსა და სიმებიანი საკრავებისათვის. Aასრ. ა. ნიკიტინი (ვიოლონჩელო), ლენინგრადის კამერული ორკესტრი. დირიჟორი ვ. ფედოტოვი. "მელოდია", 1986; ალტის კონცერტი. ასრ. ი. იულოვი, (ალტი), საქ. კამერული ორკესტრი, დირიჟორი ე. სანაძე. თბ., "მელოდია". 1976; სონატა 2 ვიოლინოსა და ფ-ნოსთვის. ასრ.: ს. გონაშვილი (ვიოლ.), გ. ხინთიბიძე (ვიოლ), ნ. მანდენოვა (ფ-ნო). "მელოდია", 1971; "მშობლიური მხარის სურათები", 10 პიესა სიმებიან კვარტეტისათვის. ასრ. საქტელერადიო კვარტეტი. "მელოდია", 1984; ვაჟა აზარაშვილი: კამერულ-ინსტრუმენტული მუსიკა: სონატა №2 ვიოლონჩელოს და ფ-ნოსთვის, კვინტეტი სასულე საკრავებისათვის, სონატა №2 ალტისათვის. თბ., "მელოდია", 1985; კამერულ-სიმფონიური Mმუსიკა 4 CDD, "სანო სტუდია", თბ., 2008. საესტრადო სიმღერების 4 CD, "სანო სტუდია", თბ., 2004; სიმღერების CD "ჩემო თბილისო" მ. სარალიძის ლექსებზე "სანო სტუდია", თბ., 2007; Концерт для флейты и камерн. орк.; Ария для камерн. Оркестра; исп. Н.Кикнадзе (флейта), дириж. И. Политковский. М., ГОСТ 5289-73.
ლიტერატურა:
ორჯონიკიძე, გ. "ქართული სიმფონია გაზაფხულიდან გაზაფხულამდე", ჟ. "საბჭ. ხელ." 1965, №5; Саква, К. «Грузинская оперетта в Москве», ж. «СМ» 1969 №1; Кутателадзе, Р. «В программе две премьеры», газ. «Веч. Тб.» 1969.22.10; Баяхунов, Б. «Искусство богатое талантами», ж. «СМ» 1971 №6; ტორაძე, გ. "ახლის ძიებაში", ჟ. "საბჭ. ხელ." 1971, №5. Саква, К. «Смотр в Тбилиси», ж. «СМ» 1972 №7; თოიძე, ჟ. "შვიდნი ძმანი გურჯანელნი", ჟ. "თეატრ. მოამბე" 1973, №1. «Прошедшее в настоящем - вот моя задача», газ. «Веч. Тб.» 1974. 19.03; Цинцадзе, Сим. «Авторский вечер композитора», газ. «Веч. Тб.» 1976.03.05; ტორაძე, გ. "შემოქმედებითი სიმწიფე", გაზ. "ლიტ. საქ." 1980.04.07; Торадзе, Г. «Новый грузинский балет», газ. «Заря Вост.» 1982.27.07; кн. Какулиа, Л. Чкониа, С. «Композиторы и музыковеды Грузии», Тб., 1984; Торадзе, Г. «Балет «Хевисбери» ж. «СМ», 1984 №10. ბალანჩივაძე, ე. `ვ. აზარაშვილი~, ჟ. "საბჭ. ხელ." 1984, №5. Торадзе, Г. «Первая работа для балетной сцены», ж. «СМ» 1984, №9. Баланчивадзе, Е. «Инструментальные концерты В. Азарашвили», თსკ შრ. კრ., 1985; Торадзе, Г. «Музыка балета «Хевисбери» В. Азарашвили», თსკ შრ. კრ., 1985; მესხი თ. "ეროვნული და თანამედროვე", ჟ. "მუს. საქ." 2006, №4. წგნ ბალანჩივაძე, ე. ტორაძე, გ. "ვ. აზარაშვილის ნაწარმოებების კატალოგი", თბ., 2007; ტორაძე, გ. "ხალხი საყვარელი კომპოზიტორი", ჟ. "მუსიკალური საქართველო", 2006 №4(12); წგნ "ვაჟა აზარაშვილი. უკან მოხედვის არ მეშინია", თბ., 2010; ტორაძე, გ. "ხალხის საყვარელი კომპოზიტორი", წგნ "მუსიკის სამყაროში", თბ., 2010; მესხი, თ. "დიალოგი ხელოვანთან", ჟ. "მუსიკა" 2011 №3; კვირკველია, ნ. "ვ. აზარაშვილის კამერულ-ინსტრუმენტული თხზულებები", კრ. "მუსიკოლოგიური ძიებანი" 2012 №2; მესხი, თ. "ჭეშმარიტად სახალხო კომპოზიტორი", ჟ. "მუსიკა" 2012 №2; მესხი, ნ. "მისალმება იუბილარს", ჟ. "მუსიკა" 2013, №1; გარსიაშვილი, თ. "ნოქტიურნი" ჩელოს ფესტივალზე", ჟ. "მუსიკა" 2013 №4; მესხი, თ. "ვაჟა აზარაშვილი", ჟ. "მუსიკა" 2016 №4(29).
წყარო:
„ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“, რ. ქუთათელაძე, მ. ჯაფარიძე, თბ., 2015.