- ინფორმაცია
ელიზბარ ლომდარიძე
(22.10.1945, თბილისი - 14.02.2020, თბილისი), კომპოზიტორი.
განათლება:
დაამთავრა: 1968 - თბ. IV მუს. სასწ., საფ-ნო და საკომპოზ. განყ., 1974 - თბილისის სახ. კონსერვატორია, პედაგ. დ. თორაძე (კომპოზიც).
საქმიანობა:
სპორტის სამინისტროს მუს. დეპარტამენტის კონსულტანტი. 1962-79 თბ. IV მუს. სასწ. პედაგ. (ფ-ნო, მუს. თეორ. საგნ.). 1981- 85 ხალხ. შემოქმ. ცენტრის, 1985-90 თბ. №15 მუს. სკ. დირექტ. 1992-96 მოსკ. მუს. კოლეჯის დირექტ. 1997-2004 მ. ფანიაშვილის სახ. ხელოვნ. აკად. რექტორი. 2008-11 საქ. კულტ. და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მუს. დეპარტამენტის კონსულტანტი. საავტორო კონც.: თბ., მოსკ. (1995-1997), ერევანი (1987- 1989), ლონდონი (1973). ე.ლ.-ის ნაწარმ. შესრ.: უნგრ., გერმ., ავსტრ., აშშ და სხვ. კომპოზ. კავშ. გამგეობის წევრი. კომპოზ. კავშ. წევრი.
ჯილდოები:
„წლის საუკ. მუს. ნაწარმ." (2010. №4 სიმფ.); თბ. მერიის ოქროს მედალი (2010. საბავშ. მუს. შეტანილი წვლილისათვის); საქ. ეროვნული პრემ. (2012).
თხზულებები:
სიმფ.: 4 სიმფონია (1973, 1985, 1987, 1989); №1 (პირვ. შესრ. 1973. დირიჟ. ლ. კილაძე); №2 კამერული (ორნაწ. ეძღვ. დ. თორაძეს. პირვ. შესრ. ერევანი, ერევნის ფილარმონიული დარბაზის გახსნის საზეიმო კონც. 1986.16.12. დირიჟ. ზ. ვარდანიანი); სიმფ. №3 (პირვ. შესრ. ერთ. ნაწ. 2017.11.02. დირიჟ. დ. მუქერია); სიმფ. №4 (ერთ. ნაწ. პრემ. 1990, 1. ნაწ. დირიჟ. ვ. კახიძე); მინიატურები კამერ. ორკ. (1970); სიმფ. პოემა „დიდება მზეს"(1975); ორატორ. „მონანიების საგალობლები" (1976). საორკ. ვარიაციები (2015. პირვ. შესრ. 2016. დირიჟ. გ. შილაკაძე); ინსტრ. კონც.: საფ-ნო (7): „თბილისური" 2 ფ-ნოს და ორკ-თვის (1977). საყმაწვილო ფოლკლორული კონც.: „იმერული" (2000), „ერისიონი" (2000), „მეგრული" (2001); საბავშვო კონც. „ებრაული", „ფიგლი-მიგლი"(2002), „ენკი ბენკი" (2003); F ფაგოტის (2), მათ შორის №2 (1977. პირვ. შესრ. 1978.27.04. სოლისტი ვ. ბოგორადი). კამერ.-ინსტრ. მათ შორის: 2 სიმებ. კვარტ. (1974, 2011). 2 საფ-ნო სონატა (№1 ერთნაწ. №2 სამნაწ.). 4 „რომანტიკული პიესა". 100-მდე საფ-ნო პიესა (1997-2017). კამერ.-ვოკ., მათ შორის: ვოკ. ციკლი „სიყვარულის ლირიკა" ხალხ. ლექსებზე (1977. პირვ. შესრ. 1978. 21.04.); ვოკ. ციკლი „მშობლიური ჩანამღერები" ხალხ. ლექსებზე (პირვ. შესრ. 1988.16.12.); გუნდები, მათ შორის ა a cappella „სამი ფრესკა" (1977), „პოეტორია" შერეულ. გუნდისა და ორკ-თვის (2007) და სხვა.
ლიტერატურა:
Кутателадзе, Р. «Принимая эстафету», ж. «СМ», 1981 №4. Какулиа, Л., Чкониа, С. «Композиторы и музыковеды Грузии», Тб., 1984; შანიძე, ა. „ოჯახი, რომელიც მეგზურობას მუსიკის სამყაროში გვიწევს", ჟ. „მუსიკა", 2010 №2; სარედაქც. წერილ. „ქართული კამერული მუსიკის პანორამა", ჟ. „მუსიკა", 2014 №2; კაკულია, ლ. „წარდგენილია სახელმწიფო პრემიაზე: იმედით გაცისკროვნებული ბგერადი სამყარო" (შტრიხები კომპოზიტორ ელიზბარ ლომდარიძის შემოქმედებითი პორტრეტისათვის)", გაზ. „ლიტ. საქ." 2002.11-15.11; სარედაქც. წერილ. „სამი იუბილარი", ჟ. „მუსიკა", 2015 №3 და სხვ.
წყარო:
„ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“, რ. ქუთათელაძე, მ. ჯაფარიძე, თბ., 2015.
http://elizbarlomdaridze.ge/