ქართული | English

შენობა
ზაქარია ფალიაშვილი
ნ. გაბუნია, ს. ნასიძე, ვ. აზარაშვილი, დ. თორაძე, პ. ხუჭუა
სარკეებიანი დარბაზი
ნადარეიშვილი ზურაბ
ნადარეიშვილი ზურაბ
დაიბადა : 04.01.1957
კატეგორია : კომპოზიტორები
  • ინფორმაცია

ზურაბ ნადარეიშვილი
(04.01.1957, ფოთი), კომპოზიტორი.
 
განათლება:
დაამთავრა: 1978 - საქართველოს სახ. პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი; 1987 - თბ. სახ. კონსერვატორია, პედაგ. ბ. კვერნაძე (კომპოზიც.).
 
საქმიანობა:
1993-დან თსკ პედაგ. (კომპოზიც.), 2007-დან კომპოზიც. კათ. გამგე. პარალელ. 1997- დან საქ. კინოსტუდია "კვალი"-ს მუს. რედაქტ.; საქ. კომპოზ. კავშ. წევრი; კომპოზ. კავშ. გამგეობის წევრი.
 
პრემიები:
კონკ. ლაურ.: I პრემ. (სსრკ ახალგაზრდა კომპოზ. კონკ. მოსკ. 1987); საქ. კომპოზ. კავშ. პრემ. (1993), III პრემ. (პროკოფიევის სახ. საერთაშ. კონკ. სანკტ-პეტერბ. 1997).
 
თხზულებები:
ოპერ.: "აფანიფტერა და ფორმისიდე" (იგივე "რწყილი და ჭიანჭველა". კამერული ვარიანტის პირვ. შესრ. 2015.08.12; თსკ მც. დარბ. "თანამედრ. მუს. ანს." (ისრაელი, დირიჟ. ზოლტ ნადი); "ცხოვრება სიზმარია" (2010-15); სიმფ., კამერ. და სხვ. ნაწარმ.: "საგალობლები" კამერ. ორკ. (პირვ. შესრ. 1988 17.12). "ვარიაციები ს. ცინცაძის თემაზე" ფ-ნოს და სიმფ. ორკ. (1995. პირვ. შესრ. 1995.07.04. პეტერბ. პროკოფიევის საერთაშ. კონკ. III პრემ. II რედაქც. პირვ. შესრ. 2015 07.02); საფ-ნო ტრიო (1993); სიმებ. კვარტ. №1 (1986 I პრემ. სსრკ ახალგაზრდა კომპოზ. კონკ., მოსკ., 1987); საფ-ნო კვინტ. (1989, 1999); სიმებ. კვარტ. №2 (2013. წლის საუკ. კვარტ. I პრემ. 2014); "ელეგია" 2 ვიოლ. ალტის, ვლნჩ და სიმფ. ორკ.-ისათვის ერთ ნაწ. (პირვ. შესრ. 2017.11.02.). მუს. კ/ფ.: "მათთვის ვინც მამამ მიატოვა" (რეჟ. ზ. ურუშაძე. 1989); "სულელი ბროწეულის ხე" (რეჟ. პ. მესაროში, 1999); მ/მ "თუთიყუში" (რეჟ. ქ. ორჯონიკიძე, 2009); ანიმაც. და დოკ. კ/ფ.
 
ლიტერატურა:
კვირკველია, ნ. "ზ. ნადარეიშვილის საფ-ნო ტრიო და მისი ინტერპრეტაციის ზოგიერთი ასპექტი", თსკ შრ. კრ.,. 1993-94; ქავთარაძე, მ. "გზა მუსიკისაკენ", ჟ. "მუს. საქ." 1997; ბოლაშვილი, ქ. "ახალგაზრდა ქართველი კომპოზიტორების სიმფონიური მუსიკა", გაზ. "მუსიკა", 1999, №1; ტაბლიაშვილი, მ. "პოლიფონიის როლი ზ. ნადარეიშვილის კამერულ-ინსტრუმენტულ შემოქმედებაში", ჟ. "მოამბე", 2005 №1; სარედაქც. წერილ. "ოთხი პრემირებული კვარტეტი", ჟ. "მუსიკა", 2014 №1; კაკულია, ლ. "რეცენზია კონცერტზე ანალიტიკური წიაღსვლებით", ჟ. "მუსიკა", 2015 №1; იქვე სარედაქც. წერილ. "ახალი ლაურეატები"; კაკულია, ლ. "ზურაბ ნადარეიშვილის შემოქმედებითი პორტრეტი", ჟ. "მუსიკა", 2018 №2 და სხვ.
 
წყარო:
„ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“,  რ. ქუთათელაძე, მ. ჯაფარიძე, თბ., 2015.

უკან

2024 ნოებმერი
  • ორშ
  • შამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
> <
Designed by SPAR.GE | ©2024 All rights resaved