- ინფორმაცია
თენგიზ ჯაიანი
(12.01.1937, თბილისი), კომპოზიტორი.
განათლება:
დაამთავრა: 1960 თსკ, პედაგ. ო. ინასარიძე (დასარტყ. საკრ.), 1978 თსკ, პედაგ. ა. მაჭავარიანი (კომპოზიცია).
საქმიანობა:
1959-73 საქ. სახელმწ. საესტრ. ორკესტრ „რეროს" პიანისტი და დირიჟ., 1973-1978 საქ. ტელერადიოს საესტრ. ორკ.-ის მთ. დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, 1978-1998 თბ. გრიბოედოვის სახ. სახელმწ. თეატრის მუს. ხელმძღვანელი, ამადროულად ზ. ფალიაშვილის სახ. მე-2-ე მუს. სასწ. საესტრ. განყ.-ის გამგე. კომპოზ. კავშ. წევრი. წოდებები, ჯილდოები: ღირსების ორდენი (2002).
თხზულებები:
ოპერეტ. და მიუზიკლ.: 7, მათ შორის: „მოტაცება ჩვენებურად" (პრემ.1986, ლიბრ. ვ. გოგოლაშვილის), „საჭიროა მატყუარა" (პრემ. 1988, ლიბრ. ვ. გოგოლაშვილის), „მონატრება"(პრემ. 2003, ლიბრ. თ. ავალიშვილის), «Превращения в Лукоморье» (2004, ლიბრ. ი. გარუჩავას და პ. ხოტიანოვსკის, პირველი პრემია მოსკოვის მე-6 საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე). მუს. დრამატ. სპექტ.: 45-დე, მათ შორის: „მარადისობის კანონი" (1981), „ზაფხულის ღამის სიზმარი" (1979), „ჭიქა წყალი" (1885), „თეთრი ბაირაღები" (1998), „კუზიანი კვიცი" (2016), „მე მესიზმრება მთაგორიანი თბილისი" (2016) და სხვ. საესტრ. ინსტრ. და ვოკ. ნაწარმ., მათ შორის: „მტკვარზე", „აბხაზეთის ღამეები", „მაჭარი", „ღიმილის ბიჭები", „სანამ ვიყავ ახალგზრდა", „მოგონება" და სხვ. მუს. კ/ფ.: „საბერძნეთის მითები და ლეგენდები" (რეჟ. ვ. კურჩევსკი. საბჭოთა-ბერძნული მრავალსერიანი ფილმი. 1991).
დისკოგრაფია:
„უკრავს საქართველოს ტელერადიოს საესტრადო ორკესტრი" ხელმძღვანელი თ. ჯაიანი. გიგანტი «Мелодия» 1976; «Превращения в Лукоморье». Русский клуб, 2004; „წლები შორეული...", გ. ცაბაძის ფონდი", 2006.
ლიტერატურა:
ჯაფარიძე, მ. ინტერვიუ თ. ჯაიანთან. გაზ. „მუსიკა" 1997 №1; კაპანაძე, ი. რევიუ: „რას აძლევს იგი თეატრს?", გაზ. „თბილისი "1986.3.11; Мсхиладзе, К. «Не валите всё на время», გაზ. «Комсомольская правда» 2006.01.06; Белявский, А. «Благодарю судьбу» გაზ. «Аргументы и факты» 2006 №15; Безирганова, И. «Звёздный час Тенгиза Джаиани», გაზ. «Свободная Грузия» 2006 №87-88; გეგია, მ. „სიყვარულის მეტაფორა", ჟ. „საბჭ. ხელოვნ." 1986 №12.
წყარო:
„ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“, რ. ქუთათელაძე, მ. ჯაფარიძე, თბ., 2015.