- ინფორმაცია
ლიდია (დოდო) გოგუა
(08.04.1935, თბილისი), მუსიკისმცოდნე-ისტორიკოსი.
განათლება:
დაამთავრა: 1954 თბ. "ნიჭიერთა ათწლედი", პედაგ. თ. ჯაფარიძე (არფა), პარალელ. პედაგ. ე. ქიქოძე (ფ-ნო), 1958 თსკ, პედაგ. ლ. დონაძე (მუს. ისტ.), 1962 თსკ ასპირანტ. ამავე პედაგ.
საქმიანობა:
1958-78 თბ. IV მუს. სასწ. პედაგ. (მუს. ლიტ.). 1960- 2011 თსკ პედაგ. (დას. ევრ. მუს. ისტ., მსოფლიო მუს. ისტ.), აკად. დოქტ. (2007), 1992-98 მუს. ისტ. კათ. გამგე. 1999-2000 თსკ პრორექტ. სასწ. დარგში. ხელოვნებათმც. კანდიდ. (1979. დისერტ. თემა "ქართული კამერულ-ინსტრუმენტული საანსამბლო მუსიკა. 20-50-იანი წწ."). მოწაფეები: ნ. ბახტაძე, ლ. სეთურიძე, გ. ღვინჯილია, თ. წულუკიძე და სხვ.; მონაწ. საქ. რადიო და ტელე მუს. გადაცემებში. წოდებები, ჯილდოები: კულტ. სამინისტროს პრემია წლის საუკეთესო სამუსიკისმცოდნეო ნაშრომისთვის "XX ს. ქართული მუსიკა და მუსიკოსები" (2016). კომპოზ. კავშ. გამგეობის წევრი. კომპოზ. კავშ. წევრი.
პუბლიკაციები:
სამეცნ. შრ., მათ შორის: «Некоторые особенности грузинской инструментальной музыки 60-70-ых годов», თსკ შრ. კრ. 1981. "პროგრამულობის პრინციპი ქართ. კომპოზ. შემოქმედებაში", თსკ შრ. კრ. 1985; «Вопросы генезиса и развития груз. инстр. музыки», в сб. «Межнациональные связи в советских муз. культурах», Л. 1986; "პიროვნულის პრობლემა 60-80-იანი წ.წ ქართ. კამერ.-ინსტრ. საანსამბლო მუსიკაში", თსკ შრ. კრ. 1993-94; '20-50-იანი წწ. ქართ. კამერ.-ინსტრ. საანსამბლო მუსიკა", თსკ შრ. კრ. 1998.; "60-90-იანი ქართ. კამერ.-ინსტრ. საანსამბლო მუსიკა", თსკ შრ. კრ. 2004. საჟურნ. წერილ. მათ შორის: "ქართ. კამერ.-ინსტრ. მუსიკა", ჟ. "საბჭ. ხელ." 1972 №6; წგნ "XX ს. ქართული მუსიკა და მუსიკოსები", თბ., 2016.
ლიტერატურა:
Какулиа, Л., Чкониа, С. «Композиторы и музыковеды Грузии», Тб., 1984; ღვინჯილია, გ. "პორტრეტი", ჟ. "მუსიკა" 2015 №4.
წყარო:
„ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“, რ. ქუთათელაძე, მ. ჯაფარიძე, თბ., 2015.