- ინფორმაცია
ნინო მახარაძე-კალანდაძე
(25.07.1957, სოფ. გვიმბალაური, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი),
მუსიკისმცოდნე-ეთნომუსიკოლოგი.
განათლება:
დაამთავრა: 1972 თბ. №19 მუს. სკ. (ფ-ნო), 1976 თბ. I მუს. სასწ., პედაგ. თ. ბახტაძე (ფ-ნო). 1983 თსკ, პედაგ. ე. ჭოხონელიძე (ფოლკლ.).
საქმიანობა:
1986-დან თსკ ქართ. ხალხ. შემოქმ. მიმართ. ლაბორანტი, მეცნ.-თანამშრ., მოწვეული ლექტორი. ქალთა ფოლკ. ანს. "მზეთამზე"-ს წევრი, ფოლკ. ანს. "გეორგიკა"-ს (გოგონათა ჯგუფი) ხელმძღვ., ბათ. ქალთა ფოლკლ. ანს. "აიდიო"-ს კონსულტანტი. თბ. ილიას სახ. უნივერს. მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკ. ასოც. პროფ. (2012), მუსიკოლოგიის დოქტ. (2010. დისერტ. თემა "ქართული "აკვნის ნანა"; ჟანრის, სემანტიკისა და არტიკულაციის საკითხები"). ეთნომუსიკოლოგიური ექსპედიციების მონაწილე და ხელმძღვ.; გასტრ.: ფინეთი, ინგლ., ესპან. (ანს. "მზეთამზესთან" ერთად). კომპ. კავშ. წევრი.
პუბლიკაციები:
წგნ.: "ტრადიციული მუსიკა ქართულ აფხაზურ დიალოგში", თბ., 2011, "ქართული მუსიკა (საკითხავი ყმაწვილთათვის)" (შემდგენელ-რედაქტ.), თბ., 2013 , "პოლიკარპე ხუბულავა" (2015. ა/წ. პრემირებული წლის საუკ. ნაშრომი). სამეცნ. შრ. სანოტო კრებულების რედაქტირება. საჟურნ. წერილ., მათ შორის: "მრავალხმიანი აკვნის სიმღერები", ჟ. "საბჭ. ხელ." 1987, №8; "პოეტური და მუსიკალური ტექსტის ურთიერთკავშირის საკითხისათვის ქართულ ხალხურ სიმღერაში", ჟ. "ხელოვნ." 1993 №2; "ბავშვის დასაძინებელი ქართული "ნანა" და მისი სამკურნალო დანიშნულება", ჟ. "ACADEMIA" 2002 ტ.2; "რუსული ტრადიციული მუსიკა საქართველოში", ჟ. "მუსიკა", 2015 №3; წგნ "ქართული მუსიკა", თბ., 2013.
წყარო:
„ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“, რ. ქუთათელაძე, მ. ჯაფარიძე, თბ., 2015.