ქართული | English

შენობა
ზაქარია ფალიაშვილი
ნ. გაბუნია, ს. ნასიძე, ვ. აზარაშვილი, დ. თორაძე, პ. ხუჭუა
სარკეებიანი დარბაზი
ჟღენტი ივანე
ჟღენტი ივანე
დაიბადა : 06.04.1939
კატეგორია : მუსიკისმცოდნეები
  • ინფორმაცია

ივანე (ვანო) ჟღენტი
(06.04.1939, ქუთაისი), მუსიკისმცოდნე-თეორეტიკოსი.
 
განათლება:
დაამთავრა: 1957 თბ. "ნიჭიერთა ათწლედი", პედაგ. ა. ბოროდინი (ჰობოი), 1963 თსკ, პედაგ. შ. ასლანიშვილი (მუს. თეორ.), 1966 იმავე პედაგ. თსკ ასპირანტურა.
 
საქმიანობა:
1957-58 თბ. მარჯანიშვილის თეატრის ორკ. მუსიკოსი (ჰობოი), 1957- 63 თსკ საოპ. სტუდიის ორკ. მუსიკოსი (ჰობოი), 1959-66 "ქართული ხალხური სიმღერების შემსწავლელი ანსამბლის" მომღერალი (ხელმძღვ.ზ. ჩიქოვანი), 1961-67 თელავის მუს. სასწ. პედაგ. (თეორ. საგნ.). 1964-66 თბ. "ნიჭიერთა ათწლედის" პედაგ. (თეორ. საგნ.), 1966-დან თსკ პედაგ. (მუს. თეორ. საგნ.), ასოც. პროფ. (2007), სრ. პროფ. (2013). 2013-14 თსკ სენატორ-წევრი. 1981-დან მუს. თეორ. კათ. გამგე. ხელოვნებათმც, კანდიდ. (1983. დისერტ. თემა "დასავლეთ საქართველოს ხალხური მრავალხმიანი სიმღერების ჰარმონია"). 2002-05 მოქმედებდა მის მიერ"დააარსებული "მუსიკალურ-თეორიული დისციპლინების მეთოდიკის საკითხების" ყოველწლ. კონფერენცია. თსკ ყველა ფაკ. სტუდენთათვის დააარსა ჰარმონიის კურსში მოდალური სისტემისა და თანამედროვე ჰარმონიის საკითხები. კომპოზ. კავშ. წევრი.
 
პუბლიკაციები:
წგნ: "ქართული ჰარმონიის ქრესტომათია", თბ., 1979; "ქართული ხალხური მრავალხმიანი სიმღერების ჰარმონიის მოკლე კურსი", თსკ, 2001; "ლექციები ჰარმონიაში", თსკ, 2005; "ქრესტომათია. კლასიკური ჰარმონია", I და II ნაწ., თსკ, 2008; "კლასიკური ჰარმონია", სახელმძღვანელო ორ წიგნად (თანაავტ. მ. ჟღენტი, ნ. ჟღენტი), თსკ, 2007-08; "ლექციები ქართულ ხალხურ და ძველ პროფესიულ მუსიკაში" (ერთ და მრ.ხმიანობის ისტორიისა და თეორიის საკითხები), სახელმძღვანელო, 2015; სამეცნ. შრ. (40), მათ შორის: "პოლიკილოობა დასავლეთ საქართველოს ხალხურ სიმღერებში~, თსკ შრ. კრ., 1979; "პოლიჰარმონია დასავლეთ საქართველოს მუსიკალურ ფოლკლორში", თსკ შრ. კრ., 1983; "ქართველ კლასიკოს კომპოზიტორთა ჰარმონიული ენის ეროვნული საფუძვლები", თსკ შრ. კრ., 1987; "ძველი ქართული პროფესიული მუსიკის (საგალობლების) ბგერათსიმაღლებრივი კავშირების ზოგიერთი საკითხი", თსკ შრ. კრ., 1993-94; "კილოს თეორიის ზოგიერთი საკითხი" თსკ შრ. კრ. 2015; წგნ "ნარკვევები ქართული ხალხური ძველი პროფესიული მუსიკის შესახებ", თბ., 2017.
 
წყარო:
„ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“,  რ. ქუთათელაძე, მ. ჯაფარიძე, თბ., 2015.

უკან

2024 ნოებმერი
  • ორშ
  • შამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
> <
Designed by SPAR.GE | ©2024 All rights resaved