- ინფორმაცია
ელენე სეხნიაშვილი
(18.05.1953, თბილისი), მუსიკისმცოდნე-ისტორიკოსი.
განათლება:
დაამთავრა: 1971 თბ. "ნიჭიერთა ათწლედი", პედაგ. ე. ვ. ჩერნიავსკაია, ც. კარგარეთელი (ორივე ფ-ნო). 1976 თსკ, პედაგ. ლ. დონაძე (მუს. ისტ.), 1980 თსკ ასპირანტ.; ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი (1984, დისერტ. თემა: "ნაციონალური ტრადიციების გარდაქცევის ზოგიერთი ფორმა ქართველ კომპოზიტორთა კამერულ-ინსტრუმენტულ შემოქმედებაში (60-70-იანი წლების კვარტეტები)".
საქმიანობა:
1980-95 თსკ ესთეტიკის კათედრის მეცნ. თანამშრომელი. 1992-2011 სარეკლ.-სააგენტო "მი-მი-ნო"-ს დირექტ., 2011-დან "ნეო-სტუდია"-ს დირექტ.; კომპოზ. კავშირის წევრი.
პუბლიკაციები:
სამეცნ. შრომები, მათ შორის: «К исследованию современных тенденции использования фольклора в композиторском творчестве», თსკ შრ. კრ. 1982. «Некоторые особенности системы композитор-фольклор в современной грузинской музыке», თსკ შრ. კრ. 1984; "თანამედროვე ქართველ კომპოზიტორთა შემოქმედებითი პროცესის შესწავლა ინტერვიუირების მეთოდით", თსკ შრ. კრ., 1990; საგაზ., საჟურნ. წერილები, მათ შორის.: «Искусство друзей», газ. «Мол. Груз.» 1974. 26.10; «Живое дыхание мелодии», газ. «Веч. Тб.; 1974. 18.10. «Концерт латвийских пианистов», газ. «Веч. Тб.» 1974. 13.11; «Звучит камерная музыка», газ. «Веч.Тб.» 1974. 27.12.
წყარო:
„ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“, რ. ქუთათელაძე, მ. ჯაფარიძე, თბ., 2015.