ბიძინა კვერნაძის დაბადების 90 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი
24.11.2018
თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართა კამერული ორკესტრის „თბილისის კონცერტინოს“ მე-10 კონცერტი ციკლიდან „ქართული კამერული მუსიკის პანორამა“. კონცერტი ბიძინა კვერნაძის დაბადების 90 წლისთავს მიეძღვნა.
შესრულდა შავლეგ შილაკაძის, ზურაბ ნადარეიშვილისა და ბიძინა კვერნაძის ნაწარმოებები.
შემსრულებლები:
სიმებიანი კვარტეტი „იბერი“ –
გიორგი ხაინდრავა - I ვიოლინო,
თამარ ბულია - II ვიოლინო,
ირაკლი ჯაფარიძე - ალტი,
მურად იბრაგიმოვი - ჩელო;
კამერული ორკესტრი „თბილისის კონცერტინო“,
დირიჟორი - გიორგი შილაკაძე.
კონცერტის მხარდამჭერია ფონდი “Raum für Kultur” (შვეიცარია).