გიორგი ჩლაიძის „თბილისური რაფსოდიის“ პრეზენტაცია
20.09.2017
20 სექტემბერს საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის სარკეებიან დარბაზში გაიმართა კომპოზიტორ გიორგი ჩლაიძის ახალი ნაწარმოების პრეზენტაცია - „თბილისური რაფსოდია“ ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის (დამუშავებული ორი ფორტეპიანოსთვის).
სოლისტი - ალექსანდრე თორაძე,
მეორე ფორტეპიანო - გიორგი შავერზაშვილი.