ქართული | English

შენობა
ზაქარია ფალიაშვილი
ნ. გაბუნია, ს. ნასიძე, ვ. აზარაშვილი, დ. თორაძე, პ. ხუჭუა
სარკეებიანი დარბაზი
გივი ორჯონიკიძის დაბადების 90 და გარდაცვალების 35 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციას

02.12.2019

 

2019 წლის 2-4 დეკემბერს თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია "მუსიკა კულტურის კონტექსტში", რომელიც მიეძღვნა გამოჩენილი ქართველი მუსიკოლოგის, მეცნიერის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის, გივი ორჯონიკიძის დაბადებიდან 90
და გარდაცვალებიდან 35 წლისთავს.

კონფერენციის ფარგლებში 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სამეცნიერო სემინარი, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მუსიკოლოგების მონაწილეობით (აშშ, დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი და სხვა).

 

2 დეკემბერს, კონფერენციის პროგრამის ფარგლებში, კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართა მემორიალური საღამო- კონცერტი. კოლეგებმა და ბატონი გივის მოსწავლეებმა  მოიგონეს დიდი მეცნიერი, შესრულდა სულხან ნასიძის სიმებიანი კვარტეტი No.4, მიძღვნილი გივი ორჯონიკიძისადმი. შემსრულებლები - საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის სიმებიანი კვარტეტი - ანა გალდავაძე (I ვიოლინო), ბაქარ ღიბრაძე (II ვიოლინო), სამველ პერიხანიანი (ალტი), ევგენი ინჩაგოვი (ჩელო).

 

საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირისა და ჟურნალ “მუსიკის” მხარდაჭერით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

უკან

2024 ნოებმერი
  • ორშ
  • შამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
> <
Designed by SPAR.GE | ©2024 All rights resaved