კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის კამერული მუსიკის კონცერტი
24.02.2018
ჯ. კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის მცირე დარბაზში გაიმართა კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის კამერული მუსიკის კონცერტი.
კონცერტში მონაწილეობდნენ კამერული ანსამბლ GEORGIA MODERN-ის სოლისტები: ლელა მჭედლიძე (ვიოლინო), თათა დათუკიშვილი (ვიოლინო), თეიმურაზ ხარაძე (ალტი), სანდრო ჩიჯავაძე (ჩელო), შოთა გოგოძე (კლარნეტი), ნინო და თამარ ჟვანიები (ფ-ნო).
კონცერტი გაიმართა საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მხარდაჭერით.