კომპოზიტორთა კავშირის სპეციალური პრიზი “ქართული ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისთვის”
20.04.2019
თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა VII კონკურსის ლაურეატთა დაჯილდოება და გალა-კონცერტი.
საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარემ გიორგი შავერზაშვილმა კომპოზიტორთა კავშირის სპეციალური პრიზებით “ქართული ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისთვის” კონკურსის სხვადასხვა სპეციალობის ოთხი მონაწილე დააჯილდოვა:
- ასლან ჩიქოვანი - ფორტეპიანო (ო.ტატიშვილი - ფანტაზია “მოგზაურობა მუსიკის სამყაროში”);
- სენდი ვართანოვა - ვიოლინო (რ.კემულარია - “ელეგია”);
- ნანა გოლიაძე - ფლეიტა (ო.თაქთაქიშვილი - სონატა, II ნაწ. “არია”),
- ზურაბ ნაყეური - ვოკალი (ო.თაქთაქიშვილი - ქრისტეფორეს არია ოპერიდან “პირველი სიყვარული”).