კომპოზიტორთა კავშირის სპეციალური პრიზი “ქართული ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისთვის”
25.06.2019
25 ივნისს ქ. ბორჯომში დასრულდა თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა III საერთაშორისო კონკურსი. საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი “ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისთვის” და ქართველ კომპოზიტორთა საფორტეპიანო ნაწარმოებების კრებული გადაეცა კონკურსის მონაწილეს ბექა ბაბუნაშვილს, ელიზბარ ლომდარიძის ნაწარმოების “ბებერი მეზურნე”-ს შესრულებისთვის.