მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა II ეროვნული კონკურსი
18-23.02.2018
2018 წლის 18 – 23 თებერვალს ქ. ქუთაისში ჩატარდა მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა II ეროვნული კონკურსი და საერთაშორისო მასტერ-კლასები.
ქართველი კომპოზიტორების - რუსუდან ხორავას, თამარ ვაშაკიძის, ნინო ჯანჯღავასა და გიორგი შავერზაშვილის მიერ კონკურსისთვის საგანგებოდ შეიქმნა ინსტრუმენტული პიესები მელიტონ ბალანჩივაძის ვოკალური ნაწარმოებების თემების საფუძველზე.