„მერი დავითაშვილის სახელობის საბავშვო და მოზარდთა მუსიკის 46-ე კვირეული“
01-08.06.2017
1-დან 8 ივნისის ჩათვლით საქართველოს კომპოზიტორთა კავშირში გაიმართა „მერი დავითაშვილის სახელობის საბავშვო და მოზარდთა მუსიკის 46-ე კვირეული“.
კვირეულის დღეებში ჩატარდა 14 კონცერტი თბილისისა და საქართველოს რეგიონების სამუსიკო სასწავლო დაწესებულებების მოსწავლეთა მონაწილეობით, შესრულდა ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებები, ხოლო კვირეულის დასკვნითი კონცერტი, ტრადიციულად, ნორჩ კომპოზიტორთა შემოქმედებას დაეთმო.
კვირეულის ხელმძღვანელია მუსიკისმცოდნე ნინო მესხი