მულტიეთნიკური ხელოვნების ფესტივალი „ერთი ცის ქვეშ - კულტურათა დიალოგი“
16.11.2019
მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში გაიმართა მულტიეთნიკური ხელოვნების ფესტივალის "ერთი ცის ქვეშ - კულტურათა დიალოგი" ფოლკლორული კონცერტი. ფესტივალში მონაწილეობას ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდები იღებდნენ. ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა ანსამბლებმა შეასრულეს.
ფესტივალის მხარდამჭერები:
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი;
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;
საქართველოს გაეროს ასოციაცია;
საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი.
პროექტის ავტორია კომპოზიტორი მანანა ალფაიძე.