მულტიეთნიკური ხელოვნების ფესტივალის „ერთი ცის ქვეშ - კულტურათა დიალოგი“ კლასიკური მუსიკის კონცერტი
31.05.2019
2019 წლის 31 მაისს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ მრავალეთნიკური ხელოვნების ფესტივალი "ერთი ცის ქვეშ - კულტურათა დიალოგი" ჩატარდა.
ფესტივალის ფარგლებში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ,,სახელოვნებო სკოლების გაერთიანების საკონცერტო დარბაზში“ გაიმართა კლასიკური მუსიკის კონცერტი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ მოსწავლეთა მონაწილეობით. კონცერტს პროექტის ავტორი, კომპოზიტორი მანანა ალფაიძე უძღვებოდა.
ფესტივალის მხარდამჭერები - გაეროს ასოციაციის, USAID-ის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის პროგრამის“ (PITA) და საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი.