"მუსიკალური ალმანახი"
17.12.2017
თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართა კონსერვატორიის დაარსებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სანოტო კრებულის - "მუსიკალური ალმანახის" და ჩანაწერების თანდართული ორი კომპაქტდისკის პრეზენტაცია-კონცერტი.
შესრულდა "მუსიკალურ ალმანახში" შესული კონსერვატორიის კომპოზიციის მიმართულების პროფესორ-მასწავლებელთა - მაკა ვირსალაძის, რეზო კიკნაძის, ნოდარ მამისაშვილის, ზურაბ ნადარეიშვილის, გიორგი შავერზაშვილისა და ეკა ჭაბაშვილის საფორტეპიანო ნაწარმოებები.
შემსრულებლები - ნინო ჟვანია და თამარ ჟვანია.
გამოცემის კოორდინატორია მუსიკისმცოდნე ქეთევან ბაქრაძე.