17.10.2019
17 ოქტომბერს აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის დარბაზში ჩატარდა პოეზიისა და მუსიკის საღამო, რომელიც მიეძღვნა აფხაზეთის ორ სახელოვან პიროვნებას - მუსიკისმცოდნე სვეტლანა ქეცბასა და პოეტ გენო კალანდიას.
საღამოზე წაიკითხეს გენო კალანდიას ლექსები და გაიმართა ცენტრის მიერ საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებით კავშირთან ერთად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებული მუსიკალური ნაწარმოებების პრემიერა.
შესრულდა კომპოზიტორ თამარ ვაშაკიძის ორი სიმღერა - „გაზაფხულის ყვავილი“, (სოლისტი - ირმა სოხაძე) და „მახსოვს“ (აფხაზეთის საგუნდო კაპელის ანსამბლი, ხელმძღვანელი - ზვიად ბოლქვაძე); გიორგი შავერზაშვილის სიმღერა „ვჩქარობ“ და კახა ცაბაძის „გაზაფხული“ (სოხუმის დ. არაყიშვილის სახ. სამუსიკო სასწავლებლის ბავშვთა ანსამბლი, ხელმძღვანელი - დავით ოკუჯავა).