ქართული კამერული მუსიკის კონცერტი
16.12.2019
16 დეკემბერს საქართველოს კომპოზიტორთა კავშირში გაიმართა ქართული კამერული მუსიკის კონცერტი.
შესრულდა მანანა ალფაიძის, გიორგი გაჩეჩილაძის, ალექსანდრე მწარიაშვილის, ჯემალ ოიკაშვილის, ოთარ ტატიშვილისა და დინარა ჯანდიერის ნაწარმოებები.
კონცერტში მონაწილეობდნენ: მზია ჭილაძე (სოპრანო), ვიქტორია ვაგნერ-სურმავა (ფ-ნო), ია ბახტაძე (ფლეიტა), მაია ჯინჭველაშვილი (ფ-ნო), სანდრო გოგატიშვილი (ჰობოი), გიორგი შავერზაშვილი (ფ-ნო) და საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის სიმებიანი კვარტეტი - ანა გალდავაძე (I ვიოლინო), ბაქარ ღიბრაძე (II ვიოლინო), სამველ პერიხანიანი (ალტი) და ევგენი ინჩაგოვი (ჩელო).