„ქართული კამერული მუსიკის პანორამა“
25.03.2019
ჯ. კახიძის სახ. თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის მცირე დარბაზში გაიმართა კამერული ორკესტრის „თბილისის კონცერტინოს“ მე-11 კონცერტი ციკლიდან „ქართული კამერული მუსიკის პანორამა“.
შესრულდა შავლეგ შილაკაძის, სულხან ნასიძის, გიორგი შავერზაშვილის, ზვიად ბუცხრიკიძისა და გიორგი გაჩეჩილაძის ნაწარმოებები.
სოლისტები - ნინო ჩაჩუა (სოპრანო), დავით პატარიძე (ბანი), ელენე კორკოტაშვილი (ფორტეპიანო) და გიორგი შავერზაშვილი (ფორტეპიანო).
დირიჟორი - გიორგი შილაკაძე.
კონცერტის მხარდამჭერები - ფონდი “Raum für Kultur” (შვეიცარია), თბილისის მერია და საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი.