“ქართული მუსიკის სიახლენი”
09.03.2018
საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის სარკეებიან დარბაზში გაიმართა კამერული მუსიკის კონცერტი “ქართული მუსიკის სიახლენი”. შესრულდა ზვიად ბუცხრიკიძის, ელიზბარ ლომდარიძის, ალექსანდრე მწარიაშვილის, კახა ცაბაძის, ირაკლი ცინცაძის, დინარა ჯანდიერის და ნინო ჯანჯღავას ნაწარმოებები.
კონცერტში მონაწილეობდნენ: ლელა ზარიძე (სოპრანო), მაია ჯინჭველაშვილი (ფ-ნო), ქრისტინა და რეგინა მეირაბოვები (ფ-ნო), გიორგი შავერზაშვილი (ფ-ნო), გიორგი ფცქიალაძე (ფ-ნო) და სიმებიანი კვარტეტი: ანა გალდავაძე (I ვიოლინო), ბაქარ ღიბრაძე (II ვიოლინო), სამველ პერიხანიანი (ალტი) და ევგენი ინჩაგოვი (ჩელო).