ქართული საფორტეპიანო მინიატურის საღამო
26.06.2019
26 ივნისს საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის სარკეებიან დარბაზში გაიმართა თურქეთში, ქ. ანკარის ბილკენტის უნივერსიტეტში მოღვაწე ქართველი პიანისტის თამარ ბარდაველიძე-თორეს კლასის მოსწავლეთა კონცერტი და შეხვედრა ქართველ კომპოზიტორებთან. ნორჩ თურქ მუსიკოსთა მიერ შესრულდა ქართველ კომპოზიტორთა საფორტეპიანო მინიატურები.
კონცერტი ჩატარდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირისა და საქართველოში თურქეთის საელჩოს მხარდაჭერით. კონცერტს საქართველოში თურქეთის საელჩოს კულტურის ატაშე გიზემ თურქგენჯი სევიმი ესწრებოდა.