ქართული სიმფონიური მუსიკის კონცერტი
30.09.2017
ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ -კულტურულ ცენტრში XXV საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე "შემოდგომის თბილისი" გაიმართა ქართული სიმფონიური მუსიკის კონცერტი.
შესრულდა:
დავით თორაძე - სიმფონია "ნიკორწმინდა";
გიორგი ჩლაიძე - "თბილისური რაფსოდია" ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისთვის (პირველი შესრულება).
შემსრულებლები - თბილისის სიმფონიური ორკესტრი,
საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა,
სოლისტი - ალექსანდრე თორაძე, დირიჟორი - ვახტანგ კახიძე.